Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 8 » ბაჩო ბუღაძე (Black Snow) - თავს ვერ ვიმართლებ
10:28 PM
ბაჩო ბუღაძე (Black Snow) - თავს ვერ ვიმართლებ
კვლავ გადაეკრა ცას შავი ბინდი, და მთვარემ კვლავაც მზე დააბნელა
შენთვის განწირული უბრალო ბიჭი, ამდენმა ფიქრმა თითქოს დააბერა,
კვლავ მიიძნა ბათუმმა წყნარად, კვლავ ახმაურდა ისევ სიჩუმე,
უკვე არ ვიცი რა არს მართალი, უკვე არ ვიცი რა არს სიცრუე,
რა არხეინად ძინავს ჩემს ქალაქს, ასეთი ძილი რამდენჯერ ვინატრე,
მაგრამ მთელს ქალაქში ამ შუა ღამისას მხოლოდ ერთ ოთახში მოჩანს სინათლე,
თავს ვერ ვიმართლებ, გულში ვიმეორებ: "თუ შენთან იყო რისთვის გაუშვი?!
თუკი შეცურეთ ოკეანეში მაშ რად გაჩერდი, ღუზა ჩაუშვი,
ხელი გაუშვი და გააცილე, მას შენგან წასვლის მიეცი ნება,
ეხლა კი ზიხარ დამწუხრებული, მკვდარი თევზივით მიყვები დინებას,
გულმა ინება მისი დარჩენა, შენ ეს სურვილი არაფრად ჩააგდე,
დადებულ სიტყვას პატივი ეცი, შენი სურვილი გვერდით გააგდე,
შენ გადააგდე შანსი მასთან ყოფნის, შენ გადააგდე შენი ღიმილი,
მას გაატანე გული და სული, შენ დაიტოვე სევდა, ტირილი,
მწარე ყვირილი, ნინიზე ფიქრი, მუდამ ჩივილი,
ღირდა ეს ამად? სიტყვა აასრულე, გულში კი დაგრჩა წივილ-კივილი,
სიყვარულიო მსხვერპლს მოითხოვსო და შენ გაიღე ამისთვის მსხვერპლი,
ეხლა კი ზიხარ დამწუხრებული, ეს მერამდენედ თავადაც ვე თვლი!
როგორი იყავი ადრე თუ გახსოვს? გემონებოდა შენ თითქოს მთები,
ეხლა რას გავხარ ამხელა კაცი, შენ სანთელივით ნელ-ნელა დნები!"
გთხოვთ დამანებეთ ფიქრებო თავი, სულ არ მჭირდება თქვენი სიტყვები,
მერე რა არის თუ ვიტანჯები, თუკი თევზივით დინებას მივყვები?
მერე რა არის თუ ვიტანჯები, მერე რა არის თუკი დღეს ვიწვი,
ყველამ მომშორდით! არ დამენახოთ! რა არის კარგი მე უკეთ ვიცი,
დაველოდები, მალეჩამოვა, დაველოდები ვფიცავ ჩემს გრძნობას,
დაველოდები, ისე არ მოვკვდები, არ გავუტეხავ ჩემს მიმართ ნდობას,
ხო, ეს ცხოვრება მართლაც ძნელია! ხო, ეს ცხოვრება ერთი ბეწვია!
სადღა წავიდე ამ ცხოვრებიდან, ნამდვილი გრძნობა უკვე მეწვია,
ნინი სადა ხარ? ყველგან დაგეძებ, ნინი სადა ხარ გამეცი პასუხი,
ნინი სადა ხარ გთხოვ მოდი ჩემთან, გთხოვ ჩამეხუტე, მოდი, რას უცდი?
ყველგან დაგეძებ და ვერ გიპოვე, ყველგან დაგეძებ და ვერსად გხედავ,
მინდა მოვიდე, ხელი ჩაგკიდო, წამოგიყვანო, მაგრამ ვერ ვბედავ,
ძირს მიგდებული ობოლი ბავშვივით თვალს არ ვაცილებ ოთახის კარებს,
შენ გელოდები როდის შემოხვალ, თან ცრემლი მომდის, ვერ ვახელ თვალებს,
როგორ მაკლიხარ ნეტა იცოდე, როგორ მაკლია მე შენი სახე,
უშენოდ სიცოცხლე აღარ მჭირდება, გთხოვ მოდი ჩემთან, გთხოვ მოდი მნახე,
რაც გსურს მიწოდე ჩემო მსმენელო, გინდ შეშლილი და თუ გინდ სულელი,
კვლავ ვეფერები მე მის ტანსაცმელს, კვლავაც ვიგრძენი მისი სურნელი,
ოხ ეს ტკივილი განუკურნელი, როგორ მტანჯავს და როგორ მაწამებს,
ვეღარ ვეხები მე მის ნაზ თვალებს, ვეღარ ვეხები მე მის წამწამებს,
როგორ მამწარებს მე მარტოობა, როგორ მამწარებს გრძნობა ეული,
როგორ მენატრება მისი მოფერება, მისი სურნელი, თმები ხვეული,
თვალახვეული მივყვები უკან, მე მას ვენდობი ყველაზე მეტად,
როგორ არ მინდა უმისოდ ცხოვრება, როგორ არ მინდა რომ ვიყო კენტად,
ჩემო პატარა, ტკბილო ანგელოზო, ეხლა სადა ხარ? ყველგან დაგეძებ,
თვალებს ვაცეცებ და შენზე ფიქრში გვერდით მყოფებსაც მე თავს ვაბეზრებ,
აი გაწვიმდა, ეხლა სადა ხარ? გთხოვ კვლავ მითხარ: "გარეთ წამოდი"
არ ვიცი უკვე რა მემართება, უშენოდ ვგიჟდები, არ ვიცი რა მომდის,
აღარ გამომდის დღეს მშვიდად ყოფნა და უკვე ძილმაც თავი მანება,
არ მინდა ისევ ეს მარტოობა, კვლავ იფრიალოს სულშ დანებმა,
რატო არ ამბობ: "ბაჩო გვიანია, მიდი დაწექი, ჩააქვრ სინათლე"
დედა მეუბნება ნინი შორს არისო, არა! ტყუილია! არ არის სიმართლე!
დედა, მითხარი რომმალემოვა, გულს ნუ მომიკლავ, მითხარი რა მოგდის?!
აღარ გამომდის დედა ღიმილი, ბედნიერება აღარ გამომდის,
ყველა შეურიგდა იმას, რომ წახვედი, ყველა შეურიგდა, მაგრამ მე არა,
ნუ მეუბნებით ნინი შორს არისო! ნუ მეუბნებით! კმარა!
ის ჩემთან არის, უბრალოდ გასულია და წუთი-წუთზე აქ მოვა ვიცი,
გთხოვთ დაურეკეთ მალე მოვიდეს, გთხოვთ დაურეკეთ, უმისოდ მიჭირს,
არ შემიძია მეტის მოთმენა, არ შემიძლია! გაიგეთ ხალხნო,
გთხოვთ მომიყვანეთ თუ გებრალებით, გთხოვთ მომიყვანეთ ჩემთან მსურს ვნახო,
ნეტა იცოდე ეხლა როგორ მინდა, ჩემთან მოხვიდე, მითხრა: "მჭირდები"
გემუდარები ხლი მომხვიე, არსად გაგიშვებ ნინი გპირდები,
აი, ჩაირთო ჩვენი სიმღერა, ეხლა სადა ხარა? კვლავ მსურს ვიცეკვოთ,
კვლავ ვიხალისოთ, კვლავ ვითამაშოთ, კვლავ მსურს ვიცელქოთ,
უკვე მთავრდება ჩვენი სიმღერა, შენ კი არ ჩანხარ, აქ არ მოდიხარ,
გეძახი: "ბუბუ" პასუხს კი არ მცემ, მე კიდე გვერდით ოთახში მგონიხარ,
მაგრამ არა ხარ არცერთ ოთახში, ნუთუ სიმართლეა? მართლა წახვედი?
მაინც არ ისვენებს გული თავნება, მაინც არ ისვენებს გული თავხედი,
არა, ტყუილია, ვერ წახვიდოდი, ვერ დამტოვებდი მე მჯერა ამის,
ძლიერ მეშნია მარტო დარჩენის, უშენოდ მეშნია მე უკვე ღამის,
არა, სიზმარია ვიცი უშენობა, რო გავიღვიძებ მჯერა დამხვდები,
ჩაგეხუტები, არსად გაგიშვებ და სამუდამოდ ჩემი გახდები,
რო გათენდება, ვიცი გამაღვიძებს შენი სიტყვები: "ბაჩო გათენდა"
მე მოგიყვები საზარელ კოშმარს რომელშიც მარტოობა შენს თავს მართმევდა,
მალე გათენდება, მჯერა ისევ ისე, პირველს დავინახავ შენს ლამაზ სახეს,
და გავიგონებ ულამაზესი ტუჩიდან წარმოთქმულ შენგან ჩემს სახელს,
ეხლა კი დავიძინებ და დილას გნახავ, გულში ჩაგიკრავ, ნაზად გაკოცებ,
მე შენით ვცოცხლობ ჩემო ანგელოზო, შენი სიყვარულით მუდამ მაოცებ,
კვლავ არხეინად ძინავს ჩემს ქალაქს, ასეთი ძილი კვლავაც ვინატრე,
უკვე თენდება, კვლავ მთელს ქალაქში, მხოლოდ ერთ ოთახში მოცანს სინათლე.
თვს ვერ ვიმართლებ! თავს ვერ ვიმართლებ!
 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1789 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-02-08 - 10:39 PM

auu radoneze uyvars adamians es ra arrriiiiiiiii, umagresiaaaaaaaaaaaa love love love

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.