2:52 PM არ იტირო ძალიან გთხოვ | |
ბოდიშს გიხდი ყველაფრისთვის, მაპატიე ვინანიებ ცოდვიანი კაცი ვარ და ცრემლს ნუ დაღვრი, არ იტირო ძალიან გთხოვ ხომ იცი რომ მე ეს ცოცხალს არ მიყვარდა. ჰანგი ისმის შორეული ქალაქიდან ჩემი გრძნობა შენს გულშიც ვერ დავატიე დამიტოვე ცოტა სითბო გევედრები ამის შემდეგ ეს სიკვდილიც მაპატიე. გალეშილი მეძავებთან ვცეკვავ ტანგოს არ გეგონოს ჩვენი ცეკვაც დამავიწყდა იმ ქუჩებში ჩვენ რომელშიც ვსეირნობდით ძველებური ჟრიამული უკვე მიწყდა. მარტოობით გადაღლილი ვლოთობ ისევ ყველაფერი მეზიზღება ღმერთო ჩემო, მარტო შენ ხარ ვინც ამ ქვეყნად გამაჩნია შემიძლია ამაზე რომ დავიჩემო. ფიქრებით და ოცნებებით დარდი ვთელე, აღარასდროს აღარ მინდა რომ გაწვიმდეს, მოვა დრო და უცაბედად მოგიკვდები დამაყარე შავი მიწა არ გავცივდე. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |