11:02 PM ალბათ ყველა გაგაგიჟეთ | |
ალბათ ყველა გაგაგიჟეთ,შეგაჩვიეთ ბინძურ სტროფებს, არ გეგონოთ ლექსის წერა სიბერეშიც დავაპირო ვინ გამიგებს რომ მომავალს მხოლოდ წლების ცვეთა მოსდევს და დღეს უკვე მე გულს მირევს ოცნებების სანაპირო. ალბათ ყველა შეგაშფოთეთ,მოგონებებს ზღუდავს სივრცე ირგვლივ მხოლოდ დარდები და მწუხარება მახვევია, დროის მძიმე ჟამთასვლაში მინდა მუზის ხოტბად ვიქცე მონატრების იმ ფურცლიდან ახლა მხოლოდ ნახევია. ალბათ ყველას შეგიყვარდით,ალბათ ყველამ შემიძულეთ ლოცვით დაღლილს ბედისწერა საფრთხეს მიქმნის თქვენ მტირალა ტირიფებო ერთი თხოვნა შემისრულეთ ტროტუარზე დაგდებული მჭვალავს ფიქრი. ალბათ ყველა მომიგონებთ,იქნებ სულაც დამივიწყოთ დღეს ცოცხალი და ხვალ უკვე გარდაცვლილი ოღონდ ახლა სიბრალული არ დამიწყოთ როგორ მიყვარს წვიმა მზეში გადაცვლილი. ალბათ ყველა გაგაგიჟეთ,შეგაჩვიეთ ბინძურ სტროფებს, არ გეგონოთ ლექსის წერა სიბერეშიც დავაპირო ვინ გამიგებს რომ მომავალს მხოლოდ წლების ცვეთა მოსდევს და დღეს უკვე მე გულს მირევს ოცნებების სანაპირო. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |