Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » ახლა მოდაშია თურმე დეპრესია
3:01 PM
ახლა მოდაშია თურმე დეპრესია
ახლა მოდაშია თურმე დეპრესია,
ბოლო ტენდენციებს გავხდი აყოლილი.
გუშინ რაც გითხარი, სრული სიგიჟეა,
სრული სიგიჟეა - თავიდან ბოლომდე.
მე ახლა შეშლილი უიღბლო გავხდი და
გიჟების აღლუმზე დავდივარ დროშებით.
ძველი სურათები , ეს უკვე ფაქტია!
ღია დარაბები - ის, რაც მე მომელის.
ახლა ყველაფერი ისე აირია,
ოთახშიც ჰაერი კედელზე აეკრა.
ახვიდე რაფაზე, ეს ხომ მარტივია,…
რთულია ყველაფრის თავიდან დაწყება.
სიმშვიდის ნაფაზი დავარტყი მთვარეს და
ფილტვები ამევსო ყვითელი ნაღველით,
ნეტა მოხვიდოდე, თუნდ იმის სათქმელად,
რომ ჩემგან სხვა ქალთან ჩქარობ, რომ წახვიდე.
ახლა ყველაფერი თითქოს სულერთია,
ახლა მარტოობის დამიდგა მომენტი.
ბედნიერებაა ჩემთვის რომ გაჩნდი და
უბედურებაა – ჩემთან რომ მოხვედი.
ახლა მოდაშია თურმე დეპრესია,
ღამე ჩემს ოთახში ჯაჭვიდან ავუშვი.
კარიდან გასვლა - ეს შენი წესია,
მე ჩემი ოთახის ფანჯრიდან გამიშვი.

გ ა ვ ა ფ რ ი ნ ე…..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 731 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.