9:23 AM ახალგაზრდობას | |
ნაღელი ადგას შენს ნაფეხურებს, შარავანდედი შენს შემართებას! შენს ლაღად გაშლილ ფრთებს რომ შევყურებ, ფრენის სურვილი მეც მემატება. მე ვინ დამადოს ფრთებზე ხუნდები, ფრენის წადილი მე ვინ წამართვას! მე შენთან ვარ და თვით დარწმუნდები, რომ კიდევ ძალმიძს ფრთების გამართვა. რას არ შეები, რა არ შესძელი, ძველს და ყავლგასულსძირი უთხარე დაუდუღარი, გზნებით შემძვრელი მეძახის შენი სისხლი მქუხარე შენი გუგუნი ცის გრგვინვას ერთვის, ნათლის იმედო, ბნელის ლახვარო, ნეტავი ცოტაც ვიცოცხლო შენთვის რომ ფიქრიც,ღონეც შენ მოგახმარო. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |