10:31 AM აკრძალული სიყვარული | |
შეგიყვარე? მაშინებს გრძნობა ჩემზე ძლიერი.
მომენატრე? შენს გარდა არვინ არსებობს ჩემთვის. მოვიხიბლე? ამით დაიწყო ოცნება ჩემი. მოგისმინე? შენი აზრი ბევრს ნიშნავს ჩემთვის. *** ვცდილობ ჩავახშო გულის თქმა ჩემი, საღი გონება შემრჩენია ჯერ კიდევ სანამ, ეს გრძნობა ფესვებს გაიდგამს ჩემში, მსურს კი აღვუდგე ამ გრძნობას ფარად? *** გაურკვევლობამ გადამღალა, მეწვება გული, ხმა, საუბარი მენატრება ო როგორ შენი. შენზე რო ვფიქრობ გამალებით რატომ ცემს გული? ალბათ ვცოდავ და მეკრძალება მე ნატვრა შენი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |