3:59 PM აღარ ხარ.. | |
ოთახში სიჩუმეა, ირგვლივ ბნელა,შუა ოთახში სასახლე ასვენია.. მის გარშემო უამრავი სანთელი ანთია,ანათებს მის გაფერმკრთლებულ სახეს. ვერავინ ბედავს ხმამაღლა ტირილს. შეხედე კარს უკან როგორ დგას ვიღაც ახალგაზრდა,რა სევდიანად გამოიყურება,ხელში რაღაცას ჩუმად მალავს...ცრემლს იკავებს,თავის თავმოყვარეობას უფრთხილდება,ეტყობა ამაყია... სასახლის გარშემო უამრავი ყვავილი აწყბია,ყველა შენი ახლობელი შენს გვერდით დგას. გაწყდა მოთმინების ძაფი,მყუდროებას ქალის კივი არღვევს.ვერავის ემეტები სასიკვდილოდ,არავის სჯერა შენი სიკვდილის.. საათის ისრები სამს უახლოვდება.. მოდის შენთან განშორების ჟამი.. ახალგაზრდა შემოდის, შენს ცხედართან იზრება,ლოყაზე ცრელი ეცემა. ხელში ყვავილების თაიგულს გიდებს და მწარედ ქვითინებს.. რა საშინელება ყოფილა თავმოყვარეობის შელახვა,ძლივს აგლეჯენ ცხედარს.. ემშვიდობები შენს საყვარელ ხალხს,გემშვიდობებიან ყველაანი და ამის მერე აღარაფერი ჩანს. ახალგაზრდამ თვალები დახუჭა წარსული გაახსენდა.. მოგაყარეს ბოლო მიწაც.. ვერავინ ბედავს იქიდან წამოსვლას..ვერავის ეთმობი,მაგრამ.. სიცოცხლ გრძელდება...
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |