Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 28 » ადამიანი და ზღვა
9:04 AM
ადამიანი და ზღვა
ადამიანო,ოდითგანვე ზღვა შენ გიზიდავს!
იგი სარკეა,რომელშიც ჭვრეტ შენივ არსებას,
როცა შეჰყურებ უსასრულო მის მღელვარებას|
და სული მისებრ ამლაშებულ მორევს მიგიგავს.
შენ დაუტკბიხარ შენი მსგავსის კალთაში რწევას,
მზერით,მკლავებით იხუტებ მას... და გული შენი,
მისი ველური,აწყვეტილი გოდების მსმენი,
ზოგჯერ ახერხებს დარდებისგან თავის დაღწევას.
ორივ წყვდიადით ხართ მოცული,ორივ კრძალული;
ადამიანო,შენს ფსკერამდე ცინ ზომავს მანძილს!
ზღვაო,ვინ იცის,მფლობელი ხარ რამდენი განძის!
გაქვთ საიდუმლო თქვენ ორთავეს ღრმად ჩამალული.
და თან მარადღე,რაკი მიჰქრის დრო უსამანო,
თქვენ ებრძვით ერთურთს უქენჯნოდ და შეუბრალებლად,
მარად სისხლის და ჟლეტის ვნება მოგყვებათ მხლებლად,
ო,მარადისო,მოსისხარნო!მოქიშპე ძმაო
!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1023 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.