Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 24 » აბა რაღატომ გეშინია?
5:21 PM
აბა რაღატომ გეშინია?


რატომ უყურებ ცას ამდენ ხანს?
-
ლამაზია.
-
მეც ვიცი, რომ ლამაზია, მაგრამ ამდენ ხანს რატომ უყურებ?
-
მამშვიდებს!
-
იქნებ დაბლაც იპოვნო რაიმე ისეთი, რომ დაგამშვიდოს.
-
ვიპოვნე.
-
აბა რაა?
-
ხელში მიჭირავს.
-
მაჩვენე.
...
გაშლილი თითებიდან მძიმედ და ამოსუნთქვასავით გამოიშალა მშრალი მიწა.
-
ეს ხომ მიწაა?
-
კი.
-
ესეც გამშვიდებს?
-
საოცრად.
-
არ გეშინია?
-
რისი?
-
მიწისა და ცის?
-
არა, არა.
-
გეშინია რაიმესი მაინც?
-
კი.
-
რისი?
-
რომ ზამთარში არ მოვკვდე და გაყინულ მიწაზე საფლავის გათხრა გაუჭირდეთ.
-
მაინც გათხრიან.
-
კი, მაინც.
-
აბა რაღატომ გეშინია?
-
გაწვალდებიან.
-
კიდე რისი გეშინია?
-
ცის.
-
აბა, მამშვიდებსო?
-
ჰო, მამშვიდებს, როცა ვეუბნები, რისიც მეშინია.
-
და რას ეუბნები?
-
მეშინია. არ გამიჭირდეს მერე შენთან სუნთქვა და შენი შესუნთქვა-მეთქი.
-
და ის?...
-
მამშვიდებს... მსუბუქი ვარო.
-
უცნაური ხარ და მტკივნეული.
-
ვიცი.
-
მტკენ.
-
წადი თუ გინდა.
-
აწი ვეღარ წავალ, მიყვარხარ.
-
მაშინ ნუ წუწუნებ.
-
მაშინ ნუ მაშინებ.
-
უბრალოდ მკითხე და გიპასუხე.
-
ჰო.
-
ჰო...



კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 930 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 4.3/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.