Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » მასალის არქივი


ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ
და სიყვარულის ამბებს ყვებიან
მარტო დარჩენის ნუ გეშინია
დაგიბრუნდები ჩემო ფერია
აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ?
მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები
მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ
როცა მე წავალ ნუ ატირდები
შენი ცრემლები დარდად გამყვება
მწარე წარსულად გამყვება გულში
მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ
რომ დარდი ვნახო შენს სიყვარულში
ჩვენ მომავალი კვლავ შეგვახვედრებს
ჩვენ ხომ ერთმანეთს ასე ვჭირდებით
განშორება ხომ შეხვედრას უხმობს
და შეხვედრამდე ნუ ატირდები!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1271 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)

კატეგორია: LOVE ვიდეო♥ | ნანახია: 903 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)


გააღეთ სარკმელი,სინათლე მაჩუქეთ 
ჰაერი მოუშვით ჩემამდე სასუნთქად... 
ჩავფუშავ სევდას და გავახდენ ტკივილებს 
ასე,რომ გასუქდა!

თითები შემახეთ გათოშილ თითებზე 
დახეთქილ ტუჩებზე დამადნი მალამოდ 
მოდი და ჩემს სულში იპოვე ის კუთხე 
ჩემთვის, რომ დაგმალო!

ყვითელი მაჩუქე ფოთლების დავთარი 
ნახატში ათასფერ ფერებად დამფანტე...
წავიდეთ ერთად და დრო ფეხთქვეშ გავთელოთ 
ზამთრამდე!

დრო გადის წუთები კარდაკარ დაძრწიან 
წლებისგან არეულ დრო და ჟამს ვაქუჩებ...
გააღეთ სარკმელი... გააღეთ დარაბა 
ჰაერი მაჩუქეთ!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 920 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)


საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ თავსაც ისე დაჰყურებ,
როგორც სრულიად უცხო არსებას
და ვერ პოულობ
სულ მცირეოდენ,
სულ უმნიშვნელო რაღაც მსგავსებას...
საოცარია...

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1038 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)




უშენოდ მიდიან ეს ჩუმი დღეები,
მივყვები დინებას და არვიცი, როდემდე ...
დამღალა ყველამ და უაზრო ფიქრებმაც
დღეს ბოლო მოუღეს ადრინდელ ოცნებებს...
მე ჩუმი დარდებით მივყვები ბილიკებს,
სევდა და ტკივილი დამყვება კვალდაკვალ..
არ მინდა, დამთავრდა, მე აღარ ვიტირებ,
იდარდოს დღეს იმან, ვინც მართლა დამკარგა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1195 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)

მოდელების ილუსტრაციები
კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1805 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (1)



რომ ავყოლოდი გულისთქმას
ჭკუას არ დავიხმარებდი.
შენთან დავლევდი ჩემს დღეებს
შენს გულში გავიხარებდი...
ზურგს საფქვავს წამოვიგდებდი
გზას წისქვილისკენ გავლევდი...
პატარაც რამე გწყენოდა,
სულს ხოხობივით დავლევდი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1344 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 434 435 436 437 438 439 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.