Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » მასალის არქივი

ისე მოხდა, რომ სკაიპიდან წამშალა. დარწმუნებული ვარ, ბევრი არ უფიქრია. მარტივად გადაწყვიტა_ ერთად აღარ ვართ, რომ დამჭირდეს, მისთვის მიწერა სხვანაირადაც შემიძლიაო.. აქედან დასკვნა_ რა აუცილებელია, სკაიპის კონტაქტებში მყავდესო… წესით, მეც ასევე უნდა მეფიქრა, მაგრამ მე ხომ გოგო ვარ (სულელური თეორიების აგება გენეტიკურად კოდირებულია ჩემში ), ხოდა, ეს ამბავი ასე მარტივად არ მიმიღია. ეგრევე მივწერე ფეისბუქზე: უი, სკაიპიდან წაგიშლივარ-მეთქი და დაველოდე, რომ ამ წერილის შემდეგ ფეისბუქის მეგობრებიდანაც ამომშლიდა. არ ამოვუშლივარ, მაგრამ არც უპასუხია. ახსნა-განმარტებები მისი სტილი არაა. თანაც, ჩემს გამჭრიახობას თვალდახუჭული ენდობა. იცის, რომ ვიცი, რატომაც წამშალა. მიზეზი ისაა, რომ ,,ფორმალობებს” არ სცნობს.
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1199 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (5)



1. თუ სიყვარულს ეძებ, ისე ეძებე რომ არავის წაართვა.
2. სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო.
3. სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისაგან განუკურნავია.
4. არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს.
5. ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული.
6. სიყვარული თამაში არ არის, როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო.
7. ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება.
8. სიყვარული არ გეკითხება როდის მოდის და როდის მიდის.
9. სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას.
10. თუ ვინმე გიყვარს - ადამიანი ხარ ..
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 950 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (1)


ნაზი შეხება...სიყვარული აქ ცდება საზღვრებს
და ოცნებები მოუხმობენ ვარდისფერ ფანტელს
სუნთქვა ეკვრებათ ვნების ზღვაში ჩაძირულ ბავშვებს
ვეღარ ხვდებიან დასასრული აღარ აქვს ამ დღეს...
ფიქრი რთულდება მოლოდინი ოცნებას ტანჯავს
თუ ღრმად შეტოპავ ვეღარ გამოხვალ გრძნობები ღრმაა
ხუჭუჭა თმები მაგ ლამაზ მკერდზე ივსება გრძნობით
შენი თვალები ნარკოტიკსაც უკარგავს ძალას
მისი ხელები გოგოს სხეულს ეხება ნაზად
ტუჩები ტუჩებს შეეხება სითბო იღვრება
უმნიშვნელოა ყოველი დღე ამ ლამაზ წამთან
სანთელი ქრება ოცნებები აქ კარგავს თავსაც...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 837 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (0)


სული დამიმძიმდა, გული დამიმძიმდა,
რადგან ვერ ვისრულებ იმას,
რაც მე მინდა...
უსაზღვროდ მენატრები, მზემდე მიყვარხარ,
მინდა
შენთან ვიყო, მაგრამ შორსახარ...
ნეტავ, მეღირსება კიდევ ერთხელ გნახო?!
ნეტავ,
მეღირსება ისევ ჩაგეხუტო?!
უზომოდ მენატრები, ქუჩებში მელანდები,
გადის
დღეები და მხოლოდ შენ მედარდები...
ფიქრებში მიზიხარ... მე შენ ვერ
გელევი...
უსაზღვროდ მიყვარხარ და შორიდან გეფერები..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 856 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (1)


შენ რომ არ იყო,ალბათ სევდა გულს მომიკლავდა,
და სიყვარული დამრჩებოდა ბედის ამარა,
სულ წაიღებდა სამუდამოდ რაც გრძნობა დამრჩა,
ჩამოივლიდა მოშრიალე წყარო ანკარა...

შენ რომ არ იყო, ჩემს თვალებზე ცრემლი გაჩნდება,
რომელიც დარდებისაგან მოდის, არ წყდება,
ეს მხიარული ჩემი გული სადღაც გაქრება,
და მოწყენილი, ნაღვლიანი შენს ხმას გაჰყვება...
შენ რომ არ იყო, ოცნებები დამეკარგება,
და ჩემს წინაშე მკრთალი შუქი სადღაც გაქრება,
მარტოდ დარჩენილს შენზე ფიქრი მომეძალება,
და შენთან ყოფნა უფრო მეტად მომენატრება...
შენ რომ არ იყო, სიყვარული დამეკარგება,

და ტრფობის ჟამი ჩემთვის უკვე აღარ დადგება,
ჩემი გული მარტოდ–მარტოდ დაიჩაგრება,
და მას იარა სიყვარულის ზედ დააჩნდება...
შენ რომ არ იყო, ჩემი გზები სულ არევა,
და ჩემი გული შენს გარეშე გადაირევა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1057 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (0)


ზუსტად მწუხრის პირას, წყნარი პარკის ჩუმ კუთხეში, ნაცრისფერ სამოსში გამოწყობილი გოგონა გამოჩნდა. იგი ძელსკამზე ჩამოჯდა და წიგნის კითხვას შეუდგა, დრო ცოტა ჰქონდა, მალე ისევ სამსახურში უნდა დაბრუნებულიყო.
ვიმეორებ: კაბა ნაცრისფერი ეცვა და თან საკმაოდ უბრალო, თუმცა სამოსი ვერ ნიღბავდა მის უზადო სტილს და ფორმებს. პირბადეს ფართე ნახვრეტები ჰქონდა და ჩალმისებურ ქუდქვეშ იყო დატანებული, ვუალის მიღმა კი მშვიდად და შეუცნობელი სილამაზით ანათებდნენ თვალები. გოგონა წინა დღესაც იმ ადგილას იჯდა, ზუსტად ამ დროს, იმის წინაც, და იყო ვიღაც, ვინც ეს კარგად უწყოდა.
ახალგაზრდა კაცი ქალიშვილის მახლობლად ტრიალებდა, საფარად კი დიდ ჩინურ კერპს იყენებდა, რომელის წინაც მსხვერპლშეწირვის შემდეგ დარჩენილი ფერფლი ეყარა. მალე მისი მონდომება ჯეროვნად დაფასდა, გოგონას გადაშლისას წიგნი თითებიდან გაუსხლტა და ძელსკამიდან მთელი იარდის მოშორებით დავარდა.
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1109 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (1)


იანვარი – სიყვარულის ნიაღვარი…
თებერვალი – დიდ გრძნობათა გენერალი…
მარტი – ვითომ დემოკრატი…
აპრილი -  ოცნებათა კაპრიზი…
მაისი –  არ ადარდებს, რა იცი…
ივნისი – ჰმ! დამანახე  სინდისი…
ივლისი – მომენატრა, ის ვიცი…
აგვისტო – გადარევა  დაიწყო…
სექტემბერი - ვერ ელევა ცხელ მზეს ბევრი…
ოქტომბერი -იცრიცება ბოლო ფერი…
ნოემბერი –  საკუთარ თავს მოერევი?!
დეკემბერი - არ წახვიდე, გეხვეწები…
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 892 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (2)

« 1 2 ... 432 433 434 435 436 ... 438 439 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.