Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » მასალის არქივი


ძნელია, როცა ტირილი გინდა,
ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ.
ძნელია, როცა სიცილი გინდა
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია, როცა შენ გული გტკივა,
რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს.
ძნელია, როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს.
ძნელია, როცა თვალები სველი
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა.
ძნელია, როცა ვიღაცას ელი
და თან იცი, რომ ის აღარ მოვა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1586 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)





არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ რა ვუყოთ თითებს?
იმ ხელს, რომელიც თრთის და
მოფერებასაც ითმენს....

არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ მაგ თვალთა კრთომა?
პატარა ბავშვიც ჰპოვებს
იმათში სითბოს თოვას...

ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?..
ძვირფასო, ხომ არ გცივა?...
ხომ არ შეგემთხვა ავი
და გული ხომ არ გტკივა...

გულში დამალავ გრძნობას,
ჩააქრობ ტრფობის ალებს,
მაგრამ რას უზამ თითებს?..
თვალებს....რას უზამ თვალებს?....
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1307 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)


 . . .ღამემ   მოგონებებს   სევდა   შეაპარა, ბალიში   ცრემლით   იღვენთება. . . .მე არ მძინავს, შენზე მეფიქრება.

  ძნელია   ვინმეს   გავუზიარო   ჩემი შენდამი   სიყვარული   და   სითბო. . . . მე   სიტყვები   არ   მყოფნის,…ზოგი   იჭვნეულად   შემომხედავს ხომ   არ   აზვიადებსო, სიტყვებს ძალა   ეკარგებათ, შენ   აღუწერელი   ხარ. . . . .
  დიდი   ხანია   შენი   დანახვის   სიხარულს ჩემს   სახეზე   არ   გამოუნათებია, ჩემი გრძნობა   ვერ   აღმიწერია, ეს   დიდი   გრძნობა   იყო, ალბათ ასე ძალიან   ამიტომ მიჭირს შენი   დავიწყება.
  ერთხელ   გითხარი   ყველაზე   მეტად   შენ მომენატრე მეთქი, იჭვნეულად   შემომხედე   და   ჩამეხუტე. მაშინ   ყველაზე მეტად   სწორედ   შენ   მენატრებოდი.
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1491 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)


ტირი?..

-ხო ვტირი...
-მერე და რატომ?
ეს ქარმა მკითხა დარჩენილს მარტო…
გიყვარს?
-ჰო,მიყვარს…
"რამ შეგაყვარა?"-დამძახის ქარი,
მე უფრო მეტად მომაწვა დარდი,
ქარი კი დაქრის დღისით და ღამით.
და მეკითხება:" რად გიყვარს მაინც?"
-თუ გიღალატა და მიგატოვა
ის სიყვარულის რაღა ღირსია?
-დამნაშავეა...მაგრამ რა ვუყო
რომ ჩემი გული მხოლოდ მისია…
-პატარა ქალო!ნუ გადამრიე
აღარ უყვარხარ-ის ხომ სხვისია!
-გაჩუმდი ქარო...ნუ ვეყვარები
არ დავუჩოქებ,ნება მისია,
მაგრამ სიყვარულს და წმინდა გრძნობებს
არავის ვაძლევ სესხად,ნისიად…
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1221 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (2)


ფიქრები?_ისევ მაწამებენ.

ოცნება?_რავიცი გაქრა.
დანახვის სურვილი?_შემომრჩა...
იმედის ნაპერწკალი?_ჩაქრა.
უშენოდ ვერ ვძლებდი?_გავძელი.
ძნელია რა ვუყოთ ახლა.
ეს სევდა ბოლოს თუ მომიღებს.
ვერ გეტყვი შენ თვითონ ნახავ,
ოცნება?_რავიცი დასრულდა
ფიქრები?_მაწუხებს ახლაც.
რა ძნელი ყოფილა სიცოცხლე,
გულს თუ სიყვარული ახლავს
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1299 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 437 438 439
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.