Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » მასალის არქივი




ერთ ძველ იგავში ასე წერია:
კაცი იესოს წინაშე წარსდგა,
ნაფეხურების სახით ქვიშაზე
მთელი თავისი ცხოვრება ნახა.
იესომ უთხრა: "ხედავ, შენს კვალთან
ნაფეხურების რიგია ერთი,
ეს მე ვიყავი, ცხოვრების გზაზე
თან დაგყვებოდი მორწმუნეს გვერდით.”
უეცრად კაცი ძლიერ აღშფოთდა:
"განსაცდელის დროს რატომ მტოვებდი?
აქ ნატერფალი მხოლოდ ერთია
ნიშნად, რომ ჭირში ვერა გპოვებდი.”
იესომ ტკბილად გასცა პასუხი:
"გზა ნავალია ერთ-ერთის ფეხით,
რადგან ცხოვრების მძიმე წუთებში
დაგატარებდი აყვანილს ხელით.”
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1270 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)



ისე დაგკარგე, ვერ გითხარი მე სამი სიტყვა,
ახლოს რომ მყავდი მე ვიყავი მუნჯი სრულიად,
"მე შენ მიყვარხარ" ამისი თქმა, იცი? რთულია,
როდესაც გულში დამალული სიყვარულია...

ახლა სხვისი ხარ გამიფრინდი ჩემო ფერია,
მეც ეული ვარ, დასაკარგიც არაფერია
და ახლა მინდა გაგიმხილო მეც ჩემი დარდი,
დღეს შენ გაიგებ ჩემო კარგო როგორ მიყვარდი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1205 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)


დავბერდი? - არა

ცხოვრებისაგან წყალწაღებული
მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე.
გამარჯვებული, გალაღებული
მიყვარხარ კიდევ!

დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!

ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს?
ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს?
მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს,
გულში - სიყვარულს.


კატეგორია: წერილები♥ | ნანახია: 1160 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (1)




მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო 
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
ო,რა მონდომებით ვამზადებდი
შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს,
ნეტა მაშინდელი სიხარული
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1450 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)

ვიცი წახვალ დამტოვებ მალე
სევდიანს,მტირალს,ძლიერ მწუხარეს...
შორით იქნები ჩემგან წასული
მე გულს მომიკლავს ჩვენი წარსული.
წარსულის ფიქრით ვიცხორებ ქვეყნად,
დაველოდები შენს მობრუნებას..
ვინ იცის საით,როგორ,რას ფიქრობ?!
ვინ გენატრება და ვინ არც გახსოვს..
მაგრამ სევდიან მოგონებებში
კატეგორია: წერილები♥ | ნანახია: 1730 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (1)


ჩამოასხი, მერიქიფევ, აბა, მალე, პირნაკლულიყველაფერი მეზარება, სულ პირამდე ჩამოასხი, ერთსაც დავლევ და ვინცმიყვარს, უფრო მეტად მეყვარება. ჩამოასხი, მადლიანი ყურძნის წვენი, კიდევვიგრძნო ჩემი სისხლის მდუღარება, ჩამოასხი, აბა რად ღირს ყოფა ჩვენი, თუღვინოში ვერ ჩავკალით მწუხარება.

კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 1428 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (2)


მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
იმ მოფერებასა
და ალერსს,
იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს
თვალებს.
მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს,
იმ გრიგალებს და ნიავს,
რომელსაც საალერსო სიტყვები
გულიდან გულთან მიაქვს.
მოდით იმ ღრუბლებს
გაუმარჯოს
იდუმალ მოჩურჩულე ღამეს
გაღებულ სარკმელთან,მოწყენილ გოგონას,
წარსულზე რომ ეტყვის რამეს.
იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს,
იმ შენი
ცხოვრების ორ გზას,
ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს და
კოცნას!
კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 1156 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (1)

« 1 2 ... 435 436 437 438 439 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.