8:52 AM ♥ ℒℴѵℯ ♥ | |
შენში დავრჩები ტკბილად... თმებს აგიწეწავს სუნთქვა... თავს დაგავიწყებს, წამით... მინდა ქვეყანას ვუთხრა... რა ლამაზი ხარ, ღამით... მაგ თეძოების რხევით... ვნება აშლიათ, რითმებს... მე შენს ტუჩებში ვდნები... ვინ იცის, გკოცნი იმდენს... ღამეს, დილისფრად ვღებავთ... და სიყვარულის ბუღში... ტანგოს რითმებზე ვცეკვავთ... ეშმაკს ვაგიჟებთ სულში... და ავაფეთქებ ღამეს... მკლავზე დაგიწვენ, დაღლილს... მერე, გიამბობ რამეს... და შემოგახვევ მანდილს... ცა, ნისლისფერი, მაღლა... თითქოს ღრუბლებთან ვიწვე... ღამეს შევატყვე დაღლა... შენ კი, ხელახლა მიწვევ... | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |