8:51 AM ♥ ℒℴѵℯ ♥ | |
მოდი,მომეფერე გულში ჩამიხუტე კოცნა მისახსოვრე მორცხვი,დარდიანი სანამ შენს გვერდით ვარ ბოლომდე დამლიე მერე ყველაფერი იქნება გვიანი მოდი,შემირიგდი,ნუღარ მებუტები გარეთ ამინდიც კი გახდა დარდიანი სანამ უშენობით მორცხვად ვიფერფლები მერე ყველაფერი იქნება გვიანი მოდი,შევიშალოთ,ვიცელქოთ ალერსით მოდი,დამახვიე თავბრუ,რეტიანი სანამ ბავშვები ვართ ყველა გვაპატიებს მერე ყველაფერი იქნება გვიანი მოდი,თორემ ნაჩქარევად გიბერდები დრო გავა და...მომიგონებ ცრემლიანი სანამ დრო გვაქვს ვითამაშოთ სიყვარულით მერე ყველაფერი იქნება გვიანი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |