8:49 AM ♥ ℒℴѵℯ ♥ | |
ჩემი ჭრილობა პირს იკრავს ახლა ეს უფრო მაწუხებს გულზე რა შემომეყრება რა შემომიჭერს მარწუხებს ვაი თუ დილა გათენდეს და მე ტკივილის გარეშე იდგება ცხელი ცრემლები არ ორთქლდებოდნენ თვალებში მიყვება არ მადარდებდეს არც არაფერი მტკიოდეს მზე ცაზე ეგდოს გულაღმა და აღარ ამოდიოდეს და აღარ გადმოდიოდეს მთვარე ჩემს შუბლზე მაღლიდან და აღარ გამოვდიოდე გაჯავრებული ავდრიდან ან ჩემს ბეჭებზე კლდეები აღარ გადმოწვნენ ნაგრილად არ მინდა დამბადებელო არა არ მინდა ნამდვილად სულ ღია მქონდეს ჭრილობა უფრო მძაფრადაც მტკიოდეს ოღონდაც ჩემი მამულის მზე მუდამ ამოდიოდეს | |
|
სულ კომენტარები: 0 | |