Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 20 » ♥ ℒℴѵℯ ♥
8:46 AM
♥ ℒℴѵℯ ♥
შენახარ ქალი, დასიცხული ვნების ნაპირი, 
შენახარ ქალი, შევერცხლილი დარდი წვიმაში, 
შენახარ ქალი, სიყვარულის ცელქი აჩრდილი, 
შენახარ ქალი, შესუდრული სევდის მირაჟი. 

შენახარ ქალი, გაზაფხულის მწვანე შეხება 
და მუხამბაზის ამღერება ტრფობის ფიალით, 
შენახარ ქალი, ყველა გულთან გრძნობით შეხება 
და დედამიწის უსასრულო ორომტრიალი. 

შენახარ ქალი, ზღვა ტალღებათ აქაფებული, 
დაუნდობელი ზამთრის სუსხის ურცხვი ბოგინი, 
შენახარ ქალი, ლურჯი ზეცის ლექსი ქებული 
და დიდი მუზის უსასრულოდ ხმობა, ლოდინი.

შენახარ ქალი, ამორძალის ველურ თარეშით 
და გავსებული მარტოობა ტაბიძის მერის, 
შენახარ ქალი, ნოსტალგია უცხო მხარეში, 
ობოლ ცრემლად, რომ დაიღვრება: ,,არავინ მელის"! 

შენახარ ქალი, დათესლილი ევური მოდგმა, 
მესამე თვალით დანახული შავი ჰადესი, 
შენახარ ქალი ახსარება, ტაძარში ლოცვა, 
გაბმული მუდამ მამაკაცის ძლიერ მახეში! 

შენახარ ქალი, ვარდისფერი ტუჩების საცხი, 
ფანქარი შავი, გიშრის თმების ვარდის ბალზამი, 
შენზე ლამაზთან შერკინება, შედეგად მარცხი 
და ფიასკოში დაგროვილი ბოღმა, ბალღამი. 

შენახარ ქალი, ხან უბიწო და ხანაც მრუში, 
ზოგჯერ ეშმაკი, ზოგჯერ კიდევ ღმერთად ქცეული, 
შენახარ ქალი, სიყვარულად ჩაღვრილი გულში,
მწარე უარით სიძულვილათ გადაქცეული. 

შენახარ ქალი, ზაფხულების სისხლსავსე განცდა 
და მერე ხვავი შემოდგომის სავსე მარხილის, 
შენახარ ქალი, პაემანზე ამაო დაცდა, 
გაცრუებული მიჯნურობის მწარე ძახილი. 

შენახარ ქალი, აფეთქება ჭირვეულ მარტის, 
დღის გრძელ წიაღში ატეხილი ავდარ- დარობა,] 
შენახარ ქალი, ხან ბოჰემა, ხან მყუდრო სახლი, 
ხან სიო თბილი, ხან გრიგალთა ქროლვა -ქარობა. 

შენახარ ქალი, ხან მცინარი ლურჯთვალა ია, 
ხანაც ამაყად მომზირალი ცივი მყინვარი, 
შენახარ ქალი, ნიჭიერს რომ სულელად გთვლიან, 
ხან ფოლადივით ძლიერი და ხანაც მტირალი. 

შენახარ ქალი, ედემშიც ვერ გაძელ შიშველმან, 
ნათება შენი გზას გაუკვლევს დიდ მოგზაურებს, 
შენახარ ქალი, რომლის გამოც მე ფეხშიშველმან
მთელი სამყარო სიჭრელეში ვიმოგზაურე.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 857 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.