12:40 PM ♥ ℒℴѵℯ ♥ | |
მთვარე ციდა ლექსს მითვალიერებს, თან მსაყვედურობს შენს დავიწყებას, ჩემი ფიქრები ჰგვანან იელებს და მონატრება ახლა იწყება... და მონტრება ახლა იწყება, და გაგიჟება ახლა იწყება და სიყვარული ახლა იწყება, რა დავიწყება, რის დავიწყება?! როგორ გავუძლო დობილთა ქილიკს, როგორ ვასმინო ჩემი სიმართლე, მარტო მოვყვები შენამდე ბილიკს და სუსტი მხრებით დიდ ტვირთს მივათრევ... და მერე უფრო მეტად მიყვახარ დაღლილს ეჭვებით და მოლოდინით. სითბოს უებარ წამლად ვინახავ და მარტოობას ვამტვრევ ლოდივით. ისევ მიმოწმებს შენზე ლექსს მთვარე, მერე ვარსკვლავთა ტახტზე მიწვება. ცრემლი მიკოცნის ძილუკმარ თვალებს და მონატრება ახლა იწყება... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |