Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » ♥ ℒℴѵℯ ♥
12:01 PM
♥ ℒℴѵℯ ♥
აღმოსავლეთით ცისკარი რომ
ხვდება ალიონს, 
დაასხით ღვინო! 
საქართველოს სადღეგრძელო
უნდა დავლიო! 
ჩემი კახეთი; 
ჩემი შილდა; 
ჩემი ხუბერა. 
ყმაწვილკაცობის, 
იორღობის, 
წლებმა უბერა. 
ძველი შუამთა, 
ალავერდი, 
ჩემი თელავი. 
წითელი კაბით ერთი გოგო, 
გრძნობის მთელავი. 
თვალებს ამშვიდებს, 
გულს აჩქროლებს, 
ალაზნის ველი. 
მარტის გაზაფხულს 
ნადიკვრიდან 
მე ისევ ველი. 
მოიტათ ჭიქა, 
რომ კახეთის სადღეგრძელო 
შევსვა, 
დავლიო, 
წუთისოფელი სიყვარულით 
მთვრალმა გავლიო. 
აღმოსავლეთით ცისკარი რომ 
ხვდება ალიონს, 
მომეცით ყანწი, 
ამ ცხოვრების სადღეგრძელო 
მინდა დავლიო!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 867 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.