4:08 PM ♥ ℒℴѵℯ ♥ | |
წვიმად დაგუბებულ გაზაფხულებს ფეხებს შფოთიანი ვუტყაპუნებ, გული შევაღე და ვეღარ ვჯაბნი შიგნით შემოპარულ უმადურებს. სულში დაგუბებულ სიჩუმეებს, ცაზე რიგრიგობით გადმოგიწერ... მოდი, იწამე, რომ არც ვყოფილვარ, ჰოდა, უჩემობაც არ მოგიწევს. ისე უდროოა აქ ღიმილი, ისე უვადოა ფორიაქი, ლექსად დაწერილი აღსარება ალბათ დამიჯდება... ჰო, იაფი. ლექსის მიღმა სათქმელ სიმართლეებს შენდობის ლოცვებით დავაპურებ, მე - დღეს შენს ოთახში ფორიაქი, მე - ვინც ვერ ასრულებს დანაპირებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |