4:00 PM ♥ ℒℴѵℯ ♥ | |
მჯერა, მე დაგიწერ, რაც არ დაწერილა, ვიცი, არ მიწყენენ სულის პოეტები, რაღაც რომანტიკულ ვხდები ქარტეხილად, რადგან რომანი გვაქვს, რაღაც მომენტებში. წუხელ გადმოვარდა მთვარე აკვანიდან, როგორც გაზაფხულზე ხილთა ყვავილები, სცვივა ვარსკვლავები გულის გალავნიდან, სული, გავლენიდან მტკივა ქავილებით. მტკივა, ვაღიარებ ტყვიის ნასროლივით სული უსასრულოდ, (ძალით) მეღიმება, ვიცი, შენს ქუჩაზე ისევ ჩამოვივლი, რადგან სიმთვრალეში მუდამ მეხირება. რადგან სიმთვრალეში გულის შეტევა მაქვს, რადგან სიმთვრალეში ვბედავ გასაბედავს, რადგან სიმთვრალეში ვის არ შეეშალა ფეხი, სულის ფეხი, როცა გადაბერდა. მჯერა, მე დაგიწერ, რაც არ დაწერილა, ვიცი, არ მიწყენენ სულის პოეტები, რაღაც რომანტიკულ ვხდები ქარტეხილად, რადგან რომანი გვაქვს რაღაც მომენტებში. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |