Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 11 » ♥ ℒℴѵℯ ♥
11:49 PM
♥ ℒℴѵℯ ♥
ღმერთო, წარსულის ცოდვებს მაგონებს 
შენი ტაძარი ბროლის მინებით... 
როცა მიჭირდა, ვერ გაგაგონე 
ლოცვა გულიდან მონადინები! 

ალბათ ეს სივრცე არ ეყოთ ბგერებს 
ან აღარ შერჩა ზეცას გამგები... 
ბავშვივით შევცდი და დავიჯერე, 
რომ მე შემეძლო შეცვლა განგების. 

მრავალი ცოდვა, სულს რომ მიმძიმებს, 
საშინლად მტანჯავს, ფიქრიც ზეგანობს, 
არ ვიცი, მოვკვდი თუ მივიძინე, 
ვერ ვგრძნობ სამყაროს უკიდეგანოს! 

`უფალო, მიხსენ!~- ჩუმად ვღაღადებ, 
რომ შევაჩერო ძვირფასი წამი... 
და სტრიქონებიც, ჩემს წინ, ქაღალდზე 
იმეორებენ ჩემ სიტყვებს - `ამინ!~ 

ახლა გარდუვალს ვერ გავექცევი, 
არც მსურს გაქცევა, დამეფიცება, 
ისე ითხოვენ ჩემგან ლექსები 
სიცოცხლისა და აზრის მიცემას, 

თითქოს მე ვიყო დროის და სივრცის 
საწყისი, მხსნელი მკვდარი გულების, 
მესმის, სიტყვები იწყებენ სიცილს 
ჩემგან ლექსებად ხორცშესხმულები!.. 

დუმილი მაშინ უფრო ძნელია, 
როცა სულს დააქვს დარდი ამხელა, 
თვალები კვლავაც გასახელია, 
ცოდვებსაც უნდა, ღმერთო გამხელა... 

მე მინდა სივრცე და არ მიშვებენ, 
შენ იცი, მაგრამ არ ამბობ, რა მჭირს, 
უფალო, ისევ შენ გთხოვ მიშველე, 
მე პოეზიით და სიტყვით დაჭრილს!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 914 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.