Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 18 » ****
7:32 PM
****
ორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში
რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებული
მაღლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავსხეულად
იქ რმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას
მუხლჩამოხრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემს თავსაზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან
და თითქოს ლოდი გულ-მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა:ცა, მზე და მიწა
ადამიანო სასუფეველში ადრე მოხვედი
რომ დარჩე მარად
\მე შენი სულის ვხედავ მორევში
იმ ბოროტებას რომელსაც მალავ
მოგიახლოვდა ღვთის სამართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა
თავი ავწიე და ვნახე ღმერთი
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
ოფლით დასველდა ცოდვილის სახე 
ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი.
უფალო ხალხმა დაგარქვა ღმერთი
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?!
დედამიწაზე რა ვნახე მეტი
სხვა ჯოჯოხეთი არ არის ! არა!
მე ცრემლს და დაღლას  ვუძლებდი დიდხანს
მე ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ცრემლი
ხელის დაქნევა და შენი რისხვა 
არ მინდა ღმერთო ისედაც მყოფნის
სიმართლე გინდა?! აგერ ვარ შენს წინ
მუხლჩამოხრილი ლაპარაკს ვბედავ
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის
ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს, ხედავ ?!
იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას
ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა
მაგრამ არ იცი უფალო რადგან
შენს მკაცრ მზერას და შენს ამაგ სახეს
არ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლა
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე
მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე
ადამიანი ამდენს რო ვბედავ
მაგრამ რომ მითხრა ვერ დავიჯერებ
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტა
თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან
მან კი ცოდვები თითოდ და თითოდ
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან?!
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ?
ცოდვებით არის სამყარო სავსე
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ
შენ ეს სამყარო შექმენი ასე
და დამნაშეავეც შენახარ თვითონ
ადგა უფალი, დატოვა ტახტი
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა
შემხედა ზევიდან, ყველაფრით დაღლილს 
და თითქოს მონას პასუხი გამცა
გტკივა და ასე იქნება მარად!!!
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის
რადგან ცოცხალი აქციე მკვდარად
რადგან ბრალსა მდებთ სანაცვლოდ მათთვის
ნახეთ სამყარო მშვიდი და სუფთა 
მერე დაგლიჯეთ, დაკორტნეთ კეცით
მტვერი ააგდეთ სამართლის შუქთა
ახლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ?
არ იყო ცუდი, არ იყო კარგი
არც განსხვავება არ იყო დროში,
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი
და გულში დამჭრა მიწიერ ომში,
შენ მართალი ხარ უკვდავი სული
აღარ ღონდება ცოცხალი სევდით
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული
ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით
ოდესღაც ასე უცრემლო მშვიდი
დიდხანს ვეძებდი ბოლო არცევანს
და ერთადერთი გავწირე შვილი
ამდენი შვილის გადასარჩენად
გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა
ცეცხლით ეკავათ უფლისვერდ ველებს
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა
არა ეს იყო ცხოვრების მერე
თავი დავხარე დავმალე სახე
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი
ასე უფლისწინ სიმართლით ვნახე
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი
"თუ მეზობელი სახლს აგიშენებს
შენ კი იმ სახლსი დაიწყებ ლესვა
არ დააბრალო მერე მშენებელს
სახურავიდან წყალი თუ წვეთავს"
უფალს შევთხოვე დრო აზრებს არ წყვეტს
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს
შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო
ძნელ ტკივილისგან არ მქონდა  ფითრი
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს
მე დამნაშავედ იმიტომ გთვლიდი
რომ უკვდავებში ვეძებდი ბრალულს
დედამიწაზე ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად
შანახარ ჩემი დღეს მოსამართლე 
და შვილი შენი მოველი დასჯას.


კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1075 | დაამატა: BASMACHA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2011-06-26 - 12:37 PM

umagresi leqsia, temur eliavas shedevriii

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.