Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 22

მაინც მიყვარხარ!

ამომაგლიჯე გული მკერდიდან,
მოდი თამამად!
მომსკდარი სისხლით ჭიქა შეივსე,
დღეს ხარ თამადა.
სულ ამომიშრე თვალებში ცრემლი,
მშრალად ვიტირებ,
და როცა სუნთქვა შემიჩერდება,
ბევრი იცინე.
ნუ დაინახავ ჩემს ნამდვილ სახეს,
რა გინდა ნეტავ?
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 683 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (1)



ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა ძლიერ!
მაგრამ ჩვენს შორის სიშორე ჩადგა..
მე დავიჩაგრე ცხოვრების მიერ
და გადაწყვეტის საკითხი დადგა..
დრო გადიოდა,მე შენ გელოდი..
მჯეროდა ოდესმე დაბრუნდებოდი..
დრო გადიოდა,შენ კი არ ჩანდი..
წინ მენგრეოდა ცხოვრების ხიდი..
მთელი ამ დროის განმავლობაში
მე შენ გიხსენებ,ფიქრებით ვტკბები..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 764 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (1)


ერთი ვარსკვლავი ცხოვრობდა ცაზე...

ყველა ფიქრობდა...და იცი რაზე???
სანამ გაძლებდნენ ამ ქვეყნად ასე,
უმეგობროდ და ფიქრებით სავსე...
მეგობრობაა ცხოვრების გზაზე.
ყველა ოცნებით ,სიკეთით სავსე,
მე შემიძლია ვარსკვლავებს გავცდე,
რადგან შენ მყავხარ ამ ქვეყანაზე.... !

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1154 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


ის კაცი მიყვარს , ადამიანს რომ არ გასწირავს

გაუნაწილებს საკუთარ გულს ნაწილ - ნაწილად
ლექსი რომ უყვარს , კარგი ლექსი , კარგი ზღაპარი
და ჩუქურთმები სვეტიცხოვლის ,ზარზმის , საფარის.
ღამე რომ უყვარს , როცა ცაზე თეთრი ხომლია.
ის კაცი მიყვარს , ადამიანს რომ არ გასწირავს
გაუნაწილებს საკუთარ გულს ნაწილ - ნაწილად...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 672 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


დასრულდა ცრემლებით ბანალურად
ერთი სიყვარულის პრემიერა,
პირქუში სიზმარივით გამიმეტე
ასე თავნება და ნებიერა

არადა, ღმერთმანი, თავი მომწონს,
მართლა კარგი ვარ და სასურველი,
მიკვირს _ადექი და შემელიე,
მიკვირს _ უჩემობას გაუძელი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 777 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)



სთქვი რაზე ფიქრობ,
ჯერ არდეა შენთვის ნაღველი,
შენ ჯერ არც უნდა გაგეგონოს სევდის სახელი.
შენ რაზედ ფიქრობ, რომ შემეძლოს იმის წაკითხვა
მე გავიგებდი რაც ჩვენს შორის დღემდე არ ითქვა.

მე რომ მანდობდე - რასაც მხოლოდ სიჩუმეს ანდობ,
მე რომ მეტყოდე - რასაც მხოლოდ ფიქრებთან ამბობ,
მოვიტაცებდი შენი გულის პატარა ნაღველს!
და ჩემს დიდ სევდას დავარქმევდი შენს ლამაზ სახელს!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 786 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


ვიცი რომ უკვე დაგავიწყდი,

აღარ მნახულობ.
შენ რომ ვერ გხედავ
გული მწყდება,
თითქოს ვმარხულობ.
რაღაც მაკლია, რაღაც მინდა,
რაღაც მაწუხებს.
თუმცა არ ვიცი, სად გავექცე
ახლა მარწუხებს.
...მეტი რა მექნა,
განაცვალე გული ჩემს წილად,
მიყვარხარ-მეთქი რომ გითხარი,
რატომ გეწყინა?
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 745 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (1)


ჩვენ რომ გვგონია ისინი არ ვართ,

გვჯერა ყველაფრის,არასწორია!..
ჩვენი ცხოვრება წააგავს თამაშს,
სიკვდილთან ყველა თანასწორია...

არის თეატრი,არის სპექტაკლი,
სხვადასხვა როლი გვერგო სულ ყველას.
ზოგი თამაშობს როგორც სულელი
და ეს პიესაც მალე სრულდება...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 811 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


როდესაც შენს გულს სევდა შეიპყრობს,

თუ არ დაგიდგა არავინ გვერდით,
ხელს ნუ ჩაიქნევ იმედი გქონდეს,
იცოდე მუდამ შენთან არს ღმერთი!
თუ კი ცხოვრებამ მახე დაგიგო,
შენ ხარ პირველი და ერთადერთი?!
ბედის სიმწარე ნუ შეგაშინებს,
ყველგან ყოველთვის შენთან არს ღმერთი!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 778 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


ნუღარ მოხვალ თუ ატყობ რომ არ გჭირდები

არ დაბრუნდე თუ იგრძნობ რომ არ გიყვარვარ,
დამივიწყე, იქნებ შევძლო დაგივიწყო
არ მეძებო თუკი ჩემი აღარა ხარ,
ნუ იფიქრებ თუკი გული აღარ ფიქრობს,
არ იტირო თუკი გული აღარ ფიქრობს,
არ იტირო თუკი ცრემლი აღარ მოდის,
დამიჯერე მაგ თვალებზე ვლოცულობდი
დაგშორდები, ვერასოდეს ვეღარ გნახავ
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 713 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


უშენობით გულზე მადევს ლოდები.

მე სიკვდილი ადრე თუ მიწერია
დგეს რომ გული სიხარულით მიღელავს,
რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია,
მეგობარო შენ გამიგებ პირველად,
რა მატირებს, ანდა რა მიხარია
დღეს რომ გული სიხარულით მიღელავს,
რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია,
მეგობარო შენ გამიგებ პირველად
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 692 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


უბრალო არითმეტიკის გარეშეც

ვხვდები რომ ასს - სამოცდაცამეტი
არ აკლდება,
რომ ოცდაშვიდი არ იყოფა
ჩვენ ორზე სიბილა!

ჩემი პირველი სიყვარულის
შენ პირველ ქმართან _ დამარხვასთან
ერთად მივხვდი,
რომ გაიყიდე სიბილა!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 779 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


შენ მიდიოდი

და ქვაფენილს
სველ ნაფეხურებად უტოვებდი
წარსულს.
მოხრილი მხრებით...
დახრილი მზერით...
თვალებში ჩაღვრილი ტკივილით
და დაღეჭილი სიგარეტით...
ჯიბეში კი თითები
ნერვიულად სრესდა
მალბოლოს კოლოფს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 633 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


კეკლუცთა ჯარი თეთრ გედებზე მიცურავს ნელა,

შავ ნირვანაში დაალურობს დღე ფერწასული,
_ ის ჭკნება,როგორც მშვენიერი ჭლექის ასული,
ტიტველ მხედართა მკრთალ ეთერში გაისმის ხველა.

სრულდება ცაზე მზის ბრწყინვალე ყრუ აგონია,
მისცურვენ ბაღთა და იდუმალ სოფელთა შორის....
კოშკების ჩრდილში ის სიმღერა გაიმეორეს,
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 740 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


დედაშენი - რვა ნომერ კენტს აბოლებს,

ჩემი ნენე - მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი - შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე - ჩადრში მალავს ხატებს.
დედაშენი - მერსედესით დადის და
ჩემი ნენე - მიუძღვება გუთანს,

დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.
თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში -
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 874 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


სევდიანი წუთები

ნეტავ იმას ბედი ვისაც სწყალობს
სატანისგან საერთოდ არ წვალობს
გაწამებულ ცხოვრებისა გამო
თავის - თავის გაჩენას არ ნანობს.
*****
ზოგს სიხარული ახებინებს კალამსა ხელში

ზოგს რა თქმაუნდა ბოხმა სიმწარით მომდგარი ყელში
მეე? - მე რა მეთქმის არჩევანი ორშია ერთი
რადგან ამ ქვეყნად ჩემთვის ალბათ არ არის ხმერთი..
ოხ ბედო ჩემო
ბედო ტიალო ასე როდემდის უნდა მატიალო?!
ნეტავ შემეძლოს ბედის ბორბალი
ისევ ხელ ახლა დავატრიალო..

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 791 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


როცა პირველად შენი თვალები,

ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.
როცა პირველად გვედით დაჯექი,
- სიზმარი ახდა და გავიოცე.

როცა პირველად მზერა მესროლე,
თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
ვიფიქრე შენგან არა მინდა რა!
მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 660 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


მართალია? -ეკითხება გული

-არა! -პასუხობს ხმა.
-რატომ? -იმეორებს გული.
-არ შემიძლია თქმა!
-მაინც რა მოხდა ასეთი? -გული არ ეშვება ხმას.
ცოტახანს სიჩუმე იყო და...
- მიყვარხარო -წარმოსთქვა ხმამ!
კატეგორია: პატარა sms♥ | ნანახია: 1812 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


არ იტირო, თვალს დაუშრა კალთა,

დღეს ქალაქი მუქმა წვიმამ აავსო,
შენს თვალებში სიყვარული დამრჩა,
სული უკვე დეკემბერით გაივსო.

მე ხომ ვცადე ურცხვი გზებით ლოცვა,
თან მომდევდა შეურყვნელი ქარი,
აღარ გვინდა ჩვენ მეორედ მოსვლა,
აღარ მინდა მე შენს გარდა ქალი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 854 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)



ისევ გაწვიმდა...
ისევ აჩურჩულდნენ ტირიფის ტოტები...
მე უშენობით თვალები ხომ არასოდეს დამინამია.
ალბათ გამიგებ,
დავიღალე და მეც უკვე სხვისთვის ვცოცხლდები,
ნუ გამამტყუნებ,
თავად ხვდები – ყველაფერი შენი ბრალია...
თუ მოგენატრო,
ისე, როგორც ჯერ არავინ მოგნატრებია,
ლამაზ სიზმარში
იქნებ შენთან ერთხელ მაინც კიდევ მოვიდე.
თუ მოგელანდო...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 751 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


მოგდომებია როსმე ტირილი?
როდესმე ცრემლი მოგნატრებია?
თუ გყვარებია ოდესმე ვინმე,
ვისიმე ჯავრი თუ გქონებია.

ღამე მთვარესთან გითენებია?
ზღვასთან თამაში თუ გყვარებია,
წვიმაში თმები დაგსველებია?
თვალები ცრემლით გისველებია?
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 716 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


დაიგვიანე...

გულს ვერ უბრძანებ, ის ხომ სხვისია.
სულ არ გახსოვდი...
ნუ დაიბრალებ, ეგ ცრემლი სხვისი ღირსია.
ვისთან დამტოვე?
ფურცლებად დაშლილ გრძნობაზე ნაზად მიაწერ: "ვისია?”
თვალებს არ დახრი, წარბს არ შეიხრი,
ხელიდან ხელში გადასულ სითბოს
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 784 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


გული გულსა სცემს, ბაგე კი ბაგეს,

არა თენდება წყეული ღამე.
ბორგვით ტანჯული ვეღარ ვოსვენებ
რა გაათენებს ამხელა ღამეს.

ფიქრი ფიქრსა სდევს, გონება ისევე,
დაძაბული მაქვს და შენსკენ იწევს.
ვეღარ ვიოკებ გრძნობათა ტალღებს,
ამ ტანჯულ ღამეს რა გადალახავს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 685 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


მოჩვენებითი ლაღი ღიმილი,

მოჩვენებითი წვიმა,
მოჩვენებითი გულის ტირილი
და შენში ძველებურად ცივა...
დაშლილი ფიქრთა კრებული,
დაშლილი ოცნების გროვა,
დაშლილი სივრცის ჰაერი...
და მარტოობაც მოვა.
გაფრენილ დღეთა ხალისი,
გაფრენილ წამთა რწმენა,
გაფრენილ პეპელას ემსგავსა
პატარა გულის თმენა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 694 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


ალეწილ მინდვრებს,ყვავილთა ფერში,

მზე ჩაუკოცნის მომწვანო თვალებს,
ქარი მოსტაცებს ხეს ლამაზ ფოთოლს,
გულში ჩაიკრავს,თავს ანაცვალებს.
გაფრენილ წუთებს მისდევს წამზომი
და ფიქრებს შენზე დარდი აწვალებს.
იქნებ მირჩიო რა ვუყო წამებს,
დროისგან დაფლეთილს,შენგან ნაწამებს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 657 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


ერთადერთი რამ მაკავშირებს შენთან - ოცნება,

და მიხარია რადგან ვერვინ წამართმევს ამას.
ერთი რამ მეტად გიხდებოდა შენ, გაოცება,
შენს სახელს კიდევ ამჩნევია და ესეც კმარა.

მხოლოდ ოცნებით შემიძლია ვიყო შენს გვერდით,
ვიმხიარულო და ვიცინო მეც შენთან ერთად.
მე ძლიერი ვარ, რადგან ვიცი ვერ შემელევი,
ვიცი გიყვარვარ ისევ ძლიერ და იმაზე მეტად.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 688 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


სამი გოგონა მიტყლაპუნობდა წვიმაში ...

როგორც ჩანდა არც ერთი ერიდებოდა წვიმას , გალუმპულები მიაბიჯებდნენ სადღაც...
ერთ გოგონას თვალებში გაურკვევლობა , სიყვარული და ცრემლები იგრძნობოდა ...
მეორე გოგონა თვალებით ვიღაცას ეძებდა ,
ხოლო მესამე გოგონა რომლის თვალებშიც იგრზნობოდა დიდი სიყვარული , ბუურუსი და და გაურკვეევლობა ეძებდა ვიღაცას , მაგრამ ის არსად ჩანდა ..
პირველი გოგონა გაუჩინარდა ხალხში , გოგონას ამღვრეულ მომწვანო თვალებში ძნელი გასარჩევი იყო ცრემლები ჰქონდა სახეზე თუ წვიმის წვეთები ....
ორი გოგონა აღმართძე გაყინულები ელოდებიდნენ თავის მეგობარს ,მაგრამ მეგობარი არსად ჩანდა ...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1298 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


მე არ შემიძლია ავარიდო თვალი,

ჩემში უამრავი სახე ისარკება.
ხსოვნა ფიქრის ძაფით მაშინ იქარგება,
როცა ცის ბილიკებს დაუყვება მთვრალი
მთვარე და სიბნელე გადაიკარგება.

მე არ შემიძლია ავარიდო მზერა
წარსულისკენ წასულ ნისლის ფილაქანებს,
ანდა იმნაირებს, ანდა იმათგანებს,
ვისაც უბედობით ურჩი ბედისწერა
უჩინმაჩინივით სადღაც მიაქანებს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 632 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


ქალის ხასიათი თმების მიხედვით

აშლილი გრძელი თმა: მოსწონთ ქალებს, რომლებიც კონსერვატორულად აღიზარდნენ. მათ უყვართ თამამი ექსპერიმენტები და მოსწონთ ყველაფერი ტრადიციული.
ძალიან მოკლედ, ბიჭურად თმას ის ქალბატონები იჭრიან, რომლებსაც ყველაფერი ახალი მოსწონთ და განვლილ წლებზე არასოდეს ფიქრობენ. მათი მთავარი ამოცანაა, ყოველთვის იმაზე ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე სინამდვილეში არიან.
კატეგორია: სხვა და სხვა♥ | ნანახია: 832 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)



შენ თქვი: აქ ერთფერია.
მე გითხარი: მოდი, გავაფერადოთ.
ჩვენ _ავჭრელდით.
ამ სიჭრელემ თვალი მოსჭრა
ჩემიანებს,
შენიანებს
და მათ, ვინც მხოლოდ ორ ფერში ხედავდა.
შენ თქვი: სეზონურია ყვავილების სიყვარული.
მე გითხარი: ისინი არ ჭკნებიან ახალი ყვავილების მოსაყვანად.
ვერ დავუდექით საკუთარ თავს მაშინ თავდებად.
ჩვენ გავაჩუქეთ სიტყვა მიყვარხარ,
როცა იგი თავად არ გვქონდა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 725 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


მოვალ!

უძილობა უნდა ჩაგინესტო
სულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები,
ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო
სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები.
მოვალ!
ის ტკივილი უნდა გაგინელო
გულს,რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით,
ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო
სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით.
არადა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 715 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


გული ჩუმად ზღაპარს ჰყვება...

ბიჭს რომ გოგო ავიწყდება,
გოგოს თვალებს ცრემლი სწყდება,
ცრემლს ღიმილი ენატრება,
ღიმილი კი ბიჭთან რჩება.
ვერ გაიგებ სად რა ხდება...
ბიჭი სხვაზე გაგიჟდება,
ის სხვა უცებ მიატოვებს,
მასზე გულიც არ დასწყდება.
გოგოს ფიქრთა კორიანტელს
ბიჭის სახე ელანდება,
დაღამდება, გათენდება,
მის გარეშე ჩუმად დნება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 722 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


თუკი ოდესმე შემიძულებ, დღეს მიმატოვე,

როცა ქვეყანა წინ აღმიდგა, ვით მუხანათი,
უფრო იოლად გადავიტან ჩემს სიმარტოვეს,
თუ ბოლო წვეთი არ იქნება შენი ღალატი.

და თუ ოდესმე მოწოლილი სევდა განვდევნე,
არ მომეპარო და არ ჩამცე ზურგში ხანჯალი,
ქარიან ღამეს მერე წვიმით ნუ გაათენებ,
ახლავ მომიზღე შხამი ჩემი დასატანჯავი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 674 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


ზოგს წარმოშობა, ზოგს სიმდიდრე ეამაყება,

ზოგს მოსასხამი მოხატული ცისარტყელებად.
ზოგი ტრაბახობს, თუკი მკლავში ძალა დაჰყვება,
ზოგს ბედაური ან მწევრები ესახელება.

ყველას თავისი გასართობი მოუგონია.
ყველას თავისი მიზანი აქვს, დასაფიცარი,
მე კი, ამქვეყნად, სიხარული სხვა რამ მგონია,
ბედნიერება უმაღლესი გამოვიცანი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 760 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


შენ დღეს ჩემი ხარ და ვეღარსად წახვალ იცოდე,

დრო ახლა ჩვენი მოყვარეა, განა მტერია,
ლამაზ სიყვარულს დაემონა ჩვენი სიცოცხლე
და მის გარეშე არსებობა არ გვიწერია.

არ ვნაღვლობ, ბედმა სიმართლისგან რაგინდ გამყაროს,
გამრიყოს დროის მსვლელობისგან რაგინდ დროებით,
სჯობს ერთი მზერით შევეხიზნო მე შენს სამყაროს,
იმ მზერით, შენი ცბიერებით ნასაზრდოებით.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 701 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.