როდესაც გული შეწყვიტავს ფეთქვას მინდა რომ ისევ სიყვარულს ვრგავდე! რომ მუდამ შენი სიცოცხლე მერქვას და აუხდენელ ოცნებას ვგავდე..
|
დავუშვათ, მართლა უაზრობაა, დავუშვათ, მართლა ჩემი ბრალია, დავუშვათ, მართლა სულის გმობაა მაგრამ იცოდე, ვნანობ ძალიან... როცა ფიქრები თავში ტრიალებს როცა სიყვარულს ფრთის გაშლა ნებავს სული დახტის და სული ფრიალებს საკუთარ ხელში მიპყრია გული ვებრძვი ქარიშხალს, რომ არ ჩააქროს ცოფმორეული, გადარეული ასევ ადვილად ვერვინ დამაშრობს როცა აზრები ფიქრებს აპურებს როცა ფიქრები ფიქრებს გაართობს სანამ საკუთარ აზრებს დავათრობ... ვზივარ და ვფიქრობ, ვზივარ და ვნანობ ხელში მიჭირავს გული, პატარა რომ არ გაჩერდეს, მის დაცვას ვლამობ ჩუმი ფიქრის და ლოცვის ამარა
|
ჩემი პირველი ლექსია და ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ, უბრალოდ ექსკლუზივი ამ საიტის მომხმარებლეისთვის სხვა საიტზე არ დევს ეს ლექსი და იმედია მოგეწონებათ...
უნდა ავიღო პასტა და ვწერო მაგრამ არ ვიცი რაზე ან რისთვის მოდი მიბაძოთ ახლა პიკასოს. მაგრამ რაღა ვქნა არამაქვს ნიჭი
|
ყური დაუგდე ნუთუ არ გესმის? ეს ჩემი გულის ფეთქვაა მას შენ უნდიხარ ძვირფასო მაინც ყველაზე მეტად... ყველაზე მეტად..
|
ჩაგეხუტები..ისევ ვიგრძნობ შენს ძლიერ მკლავებს, მხოლოდ ცოტა ხნით გავიგრძელებ მშვენიერ წამებს.. და თითქოს გული ვეღარ ასწრებს თანაბრად ფეთქვას.. მიყვარხარ მეთქი-გეუბნები,თითქოს არ მეთქვას..
|
ხომ შეიძლება გულით გსურდეს და ვერ შეიყვარო მაინც... ხომ შეიძლება გინდოდეს გძულდეს, ვერ შეიძულო მაინც... ხომ შეიძლება ფრთები არ გესხას, ცაში იფრინო მაინც... ხომ შიძლება "ჩემი" არ გერქვას, მაგრამ მიყვარდე მაინც...
|
სიყვარული აღარ იყო ჯოჯოხეთის წვიმაში სიყვარული გამქრალიყო ეშმაკების რისხვაში
| « 1 2 ... 56 57 58 59 60 ... 262 263 » |