იყვარულია, რომ აქცევს მოკვდავთ, კაცს ზეციერად და ქალს ღვთაებად, სიყვარულია, ჩვენ რომ გვანიჭებს, სიბრძნეს, სიხარულს და უკვდავებას.
|
მე მინდა ახლა ლექსი დავწერო,
ან რაღაც ამგვარი..
მინდა ამ ფურცელზე სიტყვა დავწერო
შენთვის განკუთვნილი და სხვისთვის ნათქვამი...
|
ის ღმერთიც ხედავს, ვინც დამარქვა მე შენი მონა, რომ შენს სიმშვიდეს არას ერჩის ჩემი გონება, რომ შენი ყმობით იმ სარგებლის არ მინდა ქონა, რომ შემდეგ შევძლო ვერაგულად გაბატონება.
|
წვიმად დაგუბებულ გაზაფხულებს ფეხებს შფოთიანი ვუტყაპუნებ, გული შევაღე და ვეღარ ვჯაბნი შიგნით შემოპარულ უმადურებს.
|
ცხოვრების ეტლის სადარებელი საცაა გავა მატარებელი. მიემგზავრება იმედი ჩემი ბედის ვარსკვლავის სადარებელი.
|
ცრემლად დაიღვარა ბაგეზე ფიქრები სისხლში აირია შენი მონატრება სევდით,უიმედოდ დგანან ტირიფები მხოლოდ უშენობა თუკი მეძალება...
| « 1 2 ... 42 43 44 45 46 ... 262 263 » |