აღმოსავლეთით ცისკარი რომ ხვდება ალიონს, დაასხით ღვინო! საქართველოს სადღეგრძელო უნდა დავლიო! ჩემი კახეთი; ჩემი შილდა; ჩემი ხუბერა. ყმაწვილკაცობის, იორღობის, წლებმა უბერა.
|
სმას მივეჩვიე, მოწევაც დავიწყე, ეს ჩემი ცხოვრება რომ ვერ ავიწყე, ცხოვრების წინაშე ვდგავარ მარტოკა, და ვეკითხები, რატომ გამწირე, რატომ მაქციე ცხოვრებავ ზურგი, უგულო ბავშვად რატომ მაქციე? გზაზე ხაფანგი რატომ დამიგე, ათასგვარ ტანჯვას რატომ მამთხვიე.
|
გაქრება ყველა ზღაპარი ერთად, მაგრამ დარჩება ჩვენი ზღაპრები. შენ გადაფურცლავ ცვალებას ფერთა, და უსათუოუდ მოგენატრები.
|
აი სად შევხვდით ვით ღამისთევა...
მე კი თურმე სად დამღამებია
შენ რომ გიყვარდა ის ქალი მე ვარ...
შენ უიმედოთ არ გყვარებია..
|
ლამაზ ქალს ფიქრიც არ დასცალდა და უკვე შეარქვეს სახელი ცუდი... ქალი კი არა, მზე თვალს ახელს და ღრუბლებს უჩნდებათ წამით იარა ლამაზის თვალში ბეწვი ნახეს და უშნოს თვალებში ღერიც კი არა.
|
შენ ჩემი თოვლის ერთი ფიფქი ხარ, ხელზე დაგისვი და უცბად გაქრი, შენი გიშერის შავი თვალები, თან დამყვებიან დღისით და ღამით.
|
ქუჩაში ეგდო დახეული დედის წერილი, ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა... სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი ,,არ გაცივდეო!.." _ შვილს წერდა დედა. არ გაცივდეო!..
| « 1 2 ... 41 42 43 44 45 ... 262 263 » |