ქალო სირცხვილია შინ შედი,
ჰაერი ურცხვად გეხება და გლოკავს.
ქალო, ეგ ღიმილი ჯოკონდასნაირი,
ვიღაცას ქუჩაში მოკლავს.
ქარი გიწეწავს ფაფუკ თმის ღერებს,
ვნებამორეული გსინჯავს.
ქალო, სირცხვილია ყელს როგორ იღერებს,
მაგ სავსე გულმკერდში ჭინკა.
როგორ გსვამს ეშმაკი,
ურქო და უკუდო,
ბადაგით პირსავსე ფინჯანს.
ქალოოო, სირცხვილია დახარე ქუთუთო
შიშველი თვალები გიჩანს..