Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 6 » სინანული..
7:43 PM
სინანული..

ეჰ, ნუღარ ელი ჩემგან ისევ ლოცვა-ვედრებას,
მე აღარა მაქვს საიმისოდ ძალა და ღონე,
მხოლოდ იმიტომ გაგიხსენე და მოგიგონე,
რომ შენში ვმარხავ მთელ არყოფილ ბედნიერებას.

ნურც ცრემლებს ელი... მე მრცხვენია ეხლა ცრემლების,
რომელთაც თვალნი აქ ოდესმე ღვრიდა და ღვრიდა,
გწამდეს, საკმაოდ გამიცივდა საბრალო გული,
აღტაცების და სიწრფელის დრო გაჰქრა, წავიდა.

მრცხვენია, როცა მოვიგონებ ჩემს გატაცებას
და ამ დროს ვნატრობ მოგონება გულში არ თრთოდეს,
მაგრამ რა ვუყოთ... რას ჩაიდენს აქ კაცი ისეთს,
რომ შემდეგ მაინც გულსაკლავად არ დასცინოდეს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 780 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.