Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

მერე რა, რომ ყველა კარია ღია,

მე გაქცევა მინდა, შენ არ გამიშვა.
გარეთ ცხელი დღეა,
მინატრე და შინდისფერ თმას გავიშლი...
დედა ჯავრობს, ჯავრი რაა მერე,
იჯავრებს და დაყუჩდება მერე,
დაღამდება, გათენდება მერე,
გახუნდება ჩემი თმების ფერი_
უაზრო და შენთვის გამოგონილი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 802 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)


ყოველთვის მიწყრები და ნეტავ ვიცოდე,

ეს წყრომა რისთვის დავიმსახურე?!
მე კი მიყვარხარ მინდა იცოდე,
ჩემს გულში მტკიცედ დაისადგურე.

რად მიბრაზდები არ მესმის მაინც,
ალბათ სხვა გიყვარს, ეს არის მხოლოდ.
გზა დამითმია, მაგრამ იცოდე,
კარგად დაფიქრდი, ინანებ ბოლოს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 781 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (1)


მხოლოდ ერთხელ,

მხოლოდ წამით,
შემომხედე თვალებში
დიდი გრძნობით,
დიდი ვნებით,
გაიელვე წამებში,
თვალთა ხედვა დამიბნელე,
ბრმად ნაფეხურს მივყვები...
ჭკუას ვეღარ ვუბრძანე და
მე ჩემს გრძნობებს ავყევი..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 864 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)




რადგან მტვრალი ვარ, ნუ იფიქრებთ ღვინით
ვარ მთვრალი,
სიმთვრალე მარტო ღვინოს როდი მოუგონია
მე სიყვარულის წმინდა გრძნობით მიყვარდა ქალი,
მისი ეშხისგან თუ ვარ მთვრალი ასე მგონია.

მე ფიროსმანის ფუნჯი მინდა ვადიდო მარად,
რომ ტივზე მდგომი ყარაჩოხელი ფერებში ვხატო.
გალაკტიონის "მერი" მინდა ვიმხერო მანამ,
პირში სული მაქვს და სიცოცხლე არ დამტოვს მარტო.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 800 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (1)



მოდის დარახტული რაშით,
სიკვდილი და სიმარტოვე,
ყველამ ზურგი შემაქცია
შენც წახვედი მიმატოვე.
დავრჩი ლექსთან მარტოდ_მარტო,
ეს იმედიც დამეკარგა.
შენს სიყვაარულს ვდარაჯობდი
გულში დარდად შემებარგა,
გაქრა ძალა, სულის სითბო
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 830 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)


ველური მზერით გიყვარს თამაში,

ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხარ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.
ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ, როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ სჩანს საშველი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 845 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)


ჩემი ბავშვობის სახლთან

ვხვდებოდი ფერმკრთალ ასულს,
და შენ მაგონებ ახლა
იმ სილამაზეს წარსულს.

სხვა რამ, შაირის გარდა,
როგორ გაკადრო, აბა?
რარიგ გიხდება და გრთავს
ეს შინდისფერი კაბა!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 720 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 123 124 125 126 127 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.