Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

ერთი ნახვით შეყვარებას შანსი ნაკლებად აქვს, აქ ყველაფერი წამიერად წყდება-გაგრძელდება თუ დაწყებისთანავე დასრულდება ყველაფერი. ამიტომ მზად იყავით შეხვედრისთვის და დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 988 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)


მეგონა ჩემი იყავი...
მე მხოლოდ ამ ფიქრით ვთბებოდი
მეგონა ჩემთვის სუნთქავდი
მე ხომ ამ სუნთქვით ვტკბებოდი
მეგონა ჩემი ოცნება ფრთებს შეისხავდა იფრენდა
მეგონა შენ მე გიყვარდი...
მაგრამ მე მხოლოდ მეგონა!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 876 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)





ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ,
ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე?
შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,
ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი,
ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი,
თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,
მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ
ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ ...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 907 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)


ის დროც დადგება, ქედმაღალი მზერით დამხვდები,

როდესაც გრძნობას დაერქმევა თავის შექცევა,
ჩემს საზიანოდ როცა შენი მომხრე გავხდები,
თუ სიყვარული განკითხვის დღედ გადამექცევა.

აღარ დავუწყებ უღირსობას ჩემსას ფერებას,
შენს მაამებელ აღსარებას ვეტყვი მსაჯულებს,
რადგან უჩემოდ სჯობს ეწიო ბედნიერებას,
მე კი ვერავინ გარდამქმნის და გადამარჯულებს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1043 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)


მითხარ, რომ ჩვენი სიყვარული წარსულს ბარდება,

რომ ჩემს სიმდაბლეს ვერ იფერებ შენი დარივით,
კოჭლიც მიწოდე, თუ დაგჭირდა შენ ეს ბრალდება
და გაგეცლები ფეხმოჭრილი ხეიბარივით.

ჩემს მოძულებას ნუ ეცდები შერცხვენით, რადგან
შენი ბადალი, თავად ვიცი, მე არ ვბრძანდები,
ოღონდ მითხარ და შენს მახლობლად ფეხს აღარ დავდგამ
და სიკვდილამდე აღარსაით მოგელანდები.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 814 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)


ერთხელ როდესაც გზაში შემომხვდი, თითქოს ვერ მიცანი,არც კი მომხედე,
მაგრამ როდესაც მე შენს გზას ავცდი მოვბრუნდი უკან და მოვიხედე,
გვერდს გიმშვენებდა ის ახალგაზრდა რომელშიც ასე უცებ გამცვალე,
თუმც თვალში ცრემლი წამომერია მაგრამ მაინც ვთქვი: ჩ ე მ ო ს ი ც ო ც ხ ლ ე
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 817 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)


შენ

ამბობდი _
თვალებიც ბერდებიან,
და მუდამ ამაზე ვკამათობდით,
ჩვენ შორის სიშორის ის წლებია,
რომლებიც მინდა რომ არ მახსოვდეს.
ახლაღა ბრუნდები,
ვედრებიან
წამებს და საათებს ვგავარ ოდეს,
არ ამბობ _
თვალებიც ბერდებიან,
გახსოვს, არ მჯეროდა არასოდეს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 822 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 124 125 126 127 128 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.