Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 28 » * * *
11:24 AM
* * *
ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხარ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.
ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ, როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ სჩანს საშველი.
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება
და მზიან გულზე დარდად მოწოლა,
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი
აგაბრიალებ ველურ კოცონად.
შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი
და ოცნებაში
თრთის ვარდის ქაფად
შენი ღვთიური რძისფერი ტანი.
მოდი,
იხუვლე,
ნაპირს გადმოდი,
თავდავიწყებას რახან მპირდები.
მე ცარიელი ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 800 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.