ჩვენს შორის დღითიდღე იზრდება მანძილი
და შენი ვერნახვის ღრმავდება იარა, - ერთი დღე გავიდა, კარგო, რაც დაგცილდი და ასე მგონია - წელმა გაიარა!
|
გზები გაუვალი და გზები გავლილი - გულისტკივილით მაქვს ყველა შესწავლილი.
|
გულს ვერ უბრძანებო, რომ ამბობენ,
მე არა მჯერა; უბრძანებ კიდევაც და მეტსაც უზამ: რასაც გინდა იმას დააჯერებ; საითაც გინდა იქით გადაჰქაჩავ, რა სიყვარულსაც შეაპარებ - იმას შეიწოვს.
|
ქარმა ხომ ბევრი ფიქრი დატოვა,
ცისკენ გაფრინდნენ თეთრი მტრედები, ყველას მოვშორდი, ახლა მარტო ვარ, ახლა უმიზნოდ დავეხეტები...
|
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, - ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.
|
შენ გივიწყებდნენ ყოველთვის მალე, შენ ივიწყებდი ყოველთვის გვიან, და ეხლაც, იმ სხვებს წაყოლილ ქალებს შენი ცხოვრების ქალები ჰქვია.
|
ჩემი სული სიზმარია ბედზე დარდი მივატოვე. და მე ასე მიხარია სიჩუმე და სიმარტოვე
| |