შენ, როგორც მუზამ, შთამაგონე იმდენი
ლექსით,იმდენ ნაკადულს მიმადევნე, როგორც სათავემ,რომ პირმოთნენიც,
სახელად რომ პოეტი ეთქმით,ხოტბას გასხამენ და ჰგონიათ, ლექსებს
ხლართავენ.მუნჯსაც ჰგონია, შენს თვალებთან მართავს საუბარს,მავან
ხეიბარს შენთან თავი გმირი ჰგონია...თითქოს განგებას ჯადოსნობის ქსელი
გაუბამსდა მთელი მისი ვერაგობა მონაგონია.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
762
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
შენ ერთადერთი იყავ ჩემი ლექსის იმედი, არ
შევხაროდი მე შენსავით სხვას და გარეშეს, დღეს კი ჩამოსწყდა ჩემს
სტრიქონებს ტრფობის სიმები და ჩემს მუზაში სხვა ფიქრებმა გაითარეშეს.
ვიცი,
შენ უნდა ღირსეული გიმზერდეს თვალი, სხვას უნდა სთხოვდე ჩუქურთმოვან
ლექსთა შენებას, შენს ძველ პოეტს კი აღარ შერჩა არცერთი ვალი, შთაგონებისთვის
რაც მოსტაცა შენსავ მშვენებას.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
711
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
ისევ სიშორეზე
მთვარიანი
ღამის ორი საათია, შუა ქალაქისკენ მივალ მგლოვიარე. ფიქრში უიმედო
ხმები გადადიან, როცა სიშორეზე ტირის როიალი.
ქალაქიდან ქალი
სადღაც გაემგზავრა, ღამის ორთქლმავალი კივის გადარევით. ჩემი
იმედები ისევ გაიბზარა, უიმედო გული მიმაქვს ცხედარივით.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
842
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
გახსოვს , თიბათვის თეთრ ღამეებში,ოდეს ნათელი მთვარის, რძისფერი, გადავლებოდა ტბებს და ხშირ ტყეებს და გამჭვირვალე იყო ეთერი? რიონის ზვირთი როგორ არხევდა ცის ელვარებას, გულში ჩანაქსოვს. როგორ გვიიყვარდა ჩვენ ერთმანეთი, წარსულო დროო . . . მითხარ, ხომ გახსოვს?
|
ეს ფიქრი წავა ოცნების
იქეთ და შენ გაჩნდები, როგორც მისანი. მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ
გამიგე, რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!
თუმცა სიცოცხლე
მაინც კარგია, ღამის გრიგალი თავზე მევლება. სიკვდილის გარდა,
კიდევ რა ჰქვია ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
740
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
ნეტავ აქ იყო, - მარტის თვეში ნახავდი მუცოს, პოეტი სალამს მოგიძღვნიდა, - გულანთებული, თავს დაგიხრიდნენ ქარაფები ლამაზს და უცნობს, მხრებს შეარხევდა თორღვას ციხე - გაღმერთებული.
|
რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში
მარტომე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოციაყველა ხატის წინ
დაგვინთია წმინდა სანთელიდა ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია..
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
868
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
| |