სულში აგიგე თეთრი შენობა... უხილავი
თბილი ტაძარი... მყარია იგი... და ვერ წარეცხს ვერც ქარი, წვიმა, ვერცა
დრო-ჟამი...სულში აგიგე უწმინდესი, თეთრი ტაძარი... შენა ხარ ჩემი
ოცნებების ჩუმი ზღაპარი...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
817
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
მენატრება შენი სახე,ამ დილითაც
სიზმრად გნახე.ისევ მათბობს შენი ფერი,არ მამშვიდებს არაფერი.აღარ
მშველის ლექსის წერა,ზურგით მიდგას ბედისწერა.დამავიწყდა უკვე
ლოცვა,მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.თავში დამსდევს ერთი აზრი,ვერ
გავუგე შინაარსი.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
840
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი
დამიწერია... მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია... უცნობზე
ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები, მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც
ვემალები... როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას? მე გულზე
ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა... მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი
დარდი, იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!... წუხელ
ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
911
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
თუკი ეულად იგრძენი თავი, თუ გულში
ისევ გაივლე სევდა, გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი, შენ რომ
უყვარხარ მთვარეზე მეტად. თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა, თუ იალქნები
დაგიცვდა ზღვაში, არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა შენ არასოდეს
გაგცვალა სხვაში.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1058
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი!!! ჰკივის ჩემში
შენი მონატრება, თვალის უპეებს ეხეთქება, ცრემლებად მოგორავს და გულში
მეღვენთება........ აი გავიდა ლამაზი ზაფხული, დადგა შემოდგომა და ჩემს
სულშიც მოსაღამოვდა, სულ მთლად ჩამობნელდა, განშორების სასტიკმა ქარიშხალმა
მოპარული ბედნიერება წარიტაცა და სივრცეში გაქრა...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
843
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
შუქი გაიშალა, წყალი დაიფერა, სიო დაიბერა, ჩალა გაიჩალა. სიზმარს აბარია ველი შენაფერი...
|
სიკვდილი არა არის რა...მე მხოლოდ გაღმა
მხარეს გავედი.მე ისევ მე ვარ,შენ ისევ შენ ხარ...რაც ვიყავით
ერთმანეთისთვის ისევ ის ვართ საუკუნოდ...ისევ ისე მომმართე როგორც აქამდე
მოგიმართავს...ისევ ისე მესაუბრე როგორც ყოველთვის გვისაუბრია...ნუ
დამელაპარაკები სხვა კილოთი, ნუ მიიღებ მგლოვიარე და მწუხარე იერს, გაიცინე
რაზეც გეცინებოდა...ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
809
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
| |