მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი. დრო მკურნალია, დრო ტკივილებს ერთად აქუჩებს, ხელს ვერ ავუქნევ რითმებს, როგორც მშიერ ბეღურებს, გამოვაზამთრებ სევდას, ჩემგან ცრემლებმიუჩვე
|
მე დავრჩი მარტო და დავდგი ხატი..... და მის ნაპირზე
ფრთხილად დავდე მე ერტი განძი.. ამ განძის სახე გავანათე თაფლის სანთელით..
და მის წინაშე ლოცვა ვიწყე შენი სახელით... ამ განძს ვახმერთებ მე არ
მინდა სხვა ზეციერი.. ეს განძი მიყვარს მისი სახე მისი იერი.... რადგან
ვიცი მის გრძნობაზე უფრო ძლიერი... ქვეყნად არ არის არც უსულო არც
სულიერი... განძს ვეამბორე დარჩენილი შენგან ეული.... ეს განძი შენი
სურათია ხატად ქცეული....
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
819
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
ნისლში გაეხვია ირგვლივ არემარე, ფიფქებმა
შეწყვიტეს თოვა, გაზაფხულია და მე კვლავ გელოდები, ნუთუ
აღარასდროს მოხვალ? ნუთუ სიყვარული სულ აღარ გაღელვებს, ნუთუ
არაფერს მეტყვი? ნუთუ ყველაფერი გაქრა და გათავდა, ჩემი ოცნებების
მეტი? ნუთუ განშორებამ გული არ გატკინა, ნუთუ აღარ ფიქრობ ჩემზე? ჩვენი
სიყვარული ზღაპარი ყოფილა, ზღაპარი შენზე და ჩემზე!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
888
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა…
|
ის რომ ვიცოდეთ სად ვცდებით, ალბათ
არასდროს შევცდებით.
ეკლიან გზებსაც ავცდებით და შორს
მწვერვალებს გავცდებით.
თუმც ვერანაირი აცდენით, ბედისწერას
ვერ აცდები,
ამაო იქნება განცდები, ამაში მართლა არ ვცდები...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
834
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
დეკორაცია იცვლებოდა შუქი
ქრებოდა..... დადგმული დრამის დრამატული წუთი დგებოდა... მთავარი
გმირი სიყვარულის გამო კვდებოდა........ დარბაზში ტაში გრიალებდა
აღარ წყდებოდა...... და ყველა გმირის გამოდგომას ელოდებოდა, მაყურებელი
ფეხზე იდგა და ვერ ხვდებოდა რომ...... ცხოვრებაში ბოლო როლი
თამაშდებოდა.... და რომ სცენაზე მსახიობი.. მართლა კვდებოდა...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
817
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
მაკოცე!...დაირღვევა
მისჯილი დუმილი,მაკოცე, მომიკალი დიდი ხნის წყურვილი...მაკოცე,
დავივიწყებ დაკარგულ საათებს,არ მინდა ეს გრძნობა ოდესმე დამთავრდეს...მაკოცე...შენს
თვალებში ნაღველი ჩამდგარა,გაკოცებ!... მეც მოგირჩენ ტკივილებს
პატარავ...ღამდება, მთვარის შუქი ცის ჩრდილებს აცოცხლებს,ვიძინებ,
გევედრები ძილის წინ მაკოცე,ხომ იცი შენი კოცნა მკვდარსაც კი
მაცოცხლებს....
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
791
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
| |