Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥


ღმერთო შეგთხოვ გულით ამ გულს გულიანად გაუგო,
ალერსით და მოფერებით ტკივილები გაუქრო.
მაშინ ფერი ვარდის მათაც აღარ დაუბინდდებათ,
რადგან ქალი ლაზია და ნაზი მოვლა სჭირდება.

რადგან ქალი რთველია და ვნებით დაიკრიფება,
რადგან ქალი წყაროა და წვეთად დაიწრიტება,
შემოდგომის ფოთოლთცვენით ფერიც გაუყვითლდება,
მოეფერეთ სანამ ფერი ვარდისფერი იქნება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 747 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-10 | კომენტარი (0)




ვარდისთანა ფაქიზია სული შენი,
ამიტომაც გშვენის ფერი ვარდისა,
სინაზე და სილამაზე უფლის ნებით,
მზის სხივივით დაგყოლია აკვნიდან.

უცებ სიო მომეპარა ჩამჩურჩულა:
- ქალი ყველა ნაზიაო, თქვა.
სანამ არ გსურს ვნება დაეპატრონება,
ვარდისფერი გაუქრებათ ბაგიდან.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 797 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-10 | კომენტარი (0)


წვიმა როგორ მოვა,

ცაა ცარიელი,
დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა...
მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი,
მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 754 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-10 | კომენტარი (0)


მღლის, ეს სიძლიერის მოგონება,

ლამის ჩავუვარდე მატარებელს...
თუნდაც იღიმოდნენ გოგონები,
ზოგჯერ გულში სევდას ატარებენ.

ჭუჭყი დასდებია საგარეო
ნიღაბს, მოვიხსნი და დავდებ აქვე,
ღმერთმა სულ ზეცაში განავარდოთ,
მე კი... ჩემს გზას უნდა დავყვე თავქვე...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 708 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-10 | კომენტარი (0)



***
როცა გული გტკივა მეტირება,
როცა გიხარია მეც მიხარია,
როცა უზომოდ ტირიხარ,
მე უსასრულოდ ვყვირივარ....
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 894 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-10 | კომენტარი (0)




მთებიც რომ გასწორდეს, ზღვებიც რომ დაშრეს, მე მაინც დავადგები შენსკენ სავალ გზას... შენა ხარ ჩემი სული და გული, ჩემი ცხოვრება, ჩემი სუნთქვა. ოჰ, ღმერთო, მაპატიე თუკი მომიწევს ფეხქვეშ გავთელო ათასი გული იმისათვის, რომ მოვიდე შენამდე! მე მინდა შენს გვერდით ვიყო სამუდამოდ...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 855 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-10 | კომენტარი (0)




მწამს მოლოდინი, თუნდაც უსასრულო,
შენი მონატრება არ მსურს დავასრულო.
მიყვარხარ...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 753 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-10 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 111 112 113 114 115 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.