ეს არის ამბავი ძალია, ძალიან დიდ სიყვარულზე.. ლამაზ და ფაფუკ გრძნობაზე, უანგარო და წმინდა სიყვარულზე.. იმედი მაქვს მოგეწონებათ..
|
დღეს ცოტა დავწერე და ეს უბრალოდ ნარაციის შესახებ რაღაცის დასაწყისია. დრო არ მაქვს, რადგან ბევრს ვმუშაობ. ხომ იცით, როგორ ხდება: ფული გითავდება, ძალიან ბევრ სამუშაოს ერთად იწყებ, და ამიტომაც მერე ყველაფერს ენძრევა. და ასე დაუსრულებლად. ასე რომ, იფიქრეთ, რომ ეს მარტივია და რაღაცის დასაწყისია.
|
ცდებით თუ გგონიათ, რომ დაგეგმილი სამი აქტი გვაქვს, რომ ზუსტად ვიცით რომელ საათზე სად ვნახავთ, რომელიდან რომელ წუთებამდე იმოძრავებს ნელა, რომელიდან რომელ წამებამდე სწრაფად, მერე ის დაიძინებს და მე წამოვალ. ან მე დავიძინებ და ის წამოვა.
|
ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ სარკეში ჩახედვა აღარ მინდა, საშინლად მომბეზრდა ყველაფერი, ოცნებად ქცეული სიყვარული და ფიქრებში გაპარული მზე. ირგვლივ ან ცინიკოსები მახვევია, ან ნარკომნები, ეს მარტო მე კი არ მახვევია, მთელი ქვეყანა ასეთი ხდება. უმიზნო და ცივი, მიჭირს აქ ცხოვრება, რადგან ამ ცივ ადგილას ძალიან თბილი დავიბადე, მაგრამ მარტო ჩემი სიყვარული ვერ გაადნობს დიდი ხნის წინ დაწყებულ ყინვას. რაც არ უნდა სიგიჟემდე მიყვარდეს მაინც მარტო ვარ, რადგან ჩემი სიყვარული მარტოა, მარტოა იმ ყვავილივით, რომელიც უღრან ტყეში ამოვა. პატარაობიდან ოცნებებით ვცხოვრობდი, ჩემი ოცნება ბარბის სახლით დაიწყო და მერე მარტო დარჩენილ სიყვარულამდე ავიდა.
|
მე და ანდრია უხმოდ მივდიოდით სახლისკენ. ვიცოდი ბავშვები ჯერ არ გამოგვყვებოდნენ, მარტო დაგვტოვებდნენ აუცილებლად... რომ დაგველაპარაკა, გვეთქვა ერთმანეთზე სათქმელი... და უცებ მივხვდი.... იქნებ მართალი იყო გიგი, იქნებ მართალნი იყვნენ ყველანი ვინც ამბობდა რომ მე და ანდრიას ერთმანეთი გვიყვარდა... იქნებ ჩვენ მართლა ერთად უნდა ვყოფილიყავით? და აქამდე უბრალოდ არც ერთს არ გვიფიქრია ამაზე? მე ხომ მის გარეშე სუნთქვა, არსებობა არ შემეძლო... აი მასზე თავს ვერ დავდებდი ჯერ კიდევ... თუმცა ვგრძნობდი... ძნელია სიტყვებით გადმოსცე მისი სინაზე, რომლითაც ის გულში მიხუტებდა, მზადყოფნა დავეცავი ყოველი უბედურებისაგან...მაგრამ ეს ბიჭები ისეთი უაზროები არიან ხანდახან...
|
ოდესმე გყოლიათ მეგობარი რომელიც ოჯახის წევრისგან არ გამოგირჩევიათ? გყოლიათ მეგობარი რომელიც დაბადებიდან შენთან არის ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით? გყოლიათ მეგობარი რომლის გამო ღამის 4 საათზე აივანზე გასულხართ ზამთარში, ყინვაში რომ დაგემშვიდებინათ? ადამიანი რომელსაც ძმას ეძახდით და მერე მიხვედრილხართ რომ თურმე შეგყვარებია? თუ არა მაშინ ეცადეთ გამიგოთ...
|
რაზე ოცნებობ?__იკითხა ბიჭმა.
__ეეჰ!.. რამდენ რამეზე ვოცნებობ__ცას ახედა გოგომ.
__მაინც რაზე?__დაინტერესდა...
__ოცნება იმისთვისაა, ჩუმად, შენთვის იხალისო, რაღაც ინატრო...
ოცნება ჩუმი ნატვრაა__დასძინა ჩუმად.
__მითხარი შენი ჩუმი ნატვრა!..__გაიღიმა ბიჭმა.
| |