Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ისტორიები♥

 


ჩვენ უკვე `ეპოსში~ ვართ. მალე ქენით, ძალიან მაგარი პონტია ბიჭებიც მოვიდნენ~
- ზურა, ამოდი, გეხვეწები გეყოფა, გველოდებიან . . .
- ახლავე, სიხარულო, მოვდივარ . . . მაგრამ კიდე რომ მინდა? იცი რა მაგარია?
- არა, გევედრები გეყოფა, მცივა . . .
როგორც იქნა ბიჭი ამოვიდა ზღვიდან, შეიმშრალა და ნელ-ნელა ჩაცმას შეუდგა. მაღალი ტანის, სპორტული აღნაგობის მამაკაცს გოგო თვალს არ აშორებდა . . .
- მაისური დავასველე, არა უშავს მაინც ხო სადენსაოდ მივდივართ . . .
- გინდა ჯერ სახლში ავიდეთ, გამოიცვალე და მერე . . .
- არა, იყოს, მაგრამ ეს დანა სად წავიღე? ჯიბეში აღარ დევს . . . აი დამვარდნია . . . საით მივდივართ?
- `ეპოსში~ არიან . . .
- ხარაშოო, მაშინ გავწიეთ `ეპოსისკენ~
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1143 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

ხშირად...ძალიან ხშირად,მგონია რომ აღარ არსებობ...არ არსებობს ის მიზეზი რის გამოც ჯერ მომეწონე და შემდეგ მთელი ჩემი ცხოვრება გახდი...ხშირად ვფიქრობ,რა იყო ისეთი შენში რაც ასე ძლიერ მომეწონა და მართალი გითხრა ზოგჯერ ვერც კი ვპოულობ პასუხს.
ხშირად მომიპარავს შენი მზერა...ხშირად ჩუმად თავად შემომიხედავს...ხშირად შენი ნათქვამი სიტყვებიც მომიპარავს და გულში დამიმალია...მერე რა თუ რაღაცას გპარავ?!...შენი სიტყვები,შენი ღიმილი,მზერა ყველას ეკუთვნის და მეც ჩემს წილს ვიღებ...ვიპარავ...ვიცი,რომ ჩემთვის ერთი წვეთი სითბოც კი არ გაგაჩნია...მე თუ ასეთი წვრილმანების ქურდი ვარ,შენ ჩემი გული მოიპარე და ნუღარ წუწუნებ ყველგან:"ეს მომპარა,ის მომპარაო!" შენნაირი დანაშაული არ ჩამიდენია...მართალია ,ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ერთი და იგივეა,მაგრამ მაინც შენ უფრო ხარ დამნაშავე....გული მოიპარე...იცი ეგ რას ნიშნავს?!...თუ უბრალოდ,ესე უმიზეზოდ მოგეწონა რაღაც სისხლისფერი,თბილი და აიღე?!...ნამდვილად არ გეცოდინებოდა და არც ახლა იცი რა დანიშნულება აქვს გულს...
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1409 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (1)

 


ერთხელ წვიმდა, წვიმდა გადაუღებლივ,თითქოს არავის უნდოდა გაჰკვირვებოდა მაგრამ კარგად თუ დაუკვირდებოდით შევამჩნევდით, რომ ცა ტიროდა,თითქოს რაღაცას დასტიროდა დედამიწა. ქუჩაში არავინ იყო,თითქოს ყველა თანაუგრძნობდა და ცდილობდა გარეთ ყოფნით არ შეეწუხებინათ. წვიმის წვეთები ცის ცრემლები იყო ,რომლებიც ულევად მოდიოდა,ზოგი მაშინვე მიწაზე ეცემოდა, ზოგი ხის ტოტზე და ასე დაუსრულებლივ��
გოგონას ცრემლები ულევი იყო როგორც ცის, აი ვის თანაუგრძნობდა ის. მისი ცრემლები ფანჯრის მინაზე ეცემოდა და მალევე ქრებოდა.გოგონას ნია ერქვა ის მხოლოდ 15 წლის იყო. ალბათ გაგიკვირდებოდათ რა ჰქონდა სატირალი ასე პატარას, მაგრამ მასაც მიაყენეს ტკივილი და ეს თვით განგება იყო, თვით ბუნება. ის ყველასაგან გამოირჩეოდა სილამაზით.
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1019 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 


ტირი?
_ჰო, ვტირი...
_მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.
_გიყვარს?
_ჰო, მიყვარს...
_რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი
ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:
_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?
_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია...
_პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.
_გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს
და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად...
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1061 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


.......... გამომიგონე........... ღამის ჩრდილიდან გამოიტანე შენი ოცნება და დამამსგავსე....
მერე მოდი და ცემს მკლავებში შემოიხიზნე
უპატრონე ჩემს მონატრებას...
ნუ შეაკავებს შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას, რომ ჩემს ხელებზე, ჩემს ტუჩებზე იძიო შური...
რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი, როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები
და ამ სიზმრიდან სამუდამოდ ამომიყვანოს....
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 940 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 


განშორება გრძნობებს ამძაფრებს...
დრო გადის და ყველაფერი იცვლება...

...ბიჭის მამას მკერდში სიმსივნე აღმოაჩნდა. ოპერაცია რამდენჯერმე გადაიდო ცუდი ანალიზების გამო.
ბიჭი ცდილობდა არ ეჩვენებინა გოგოსთვის, რომ ნერვიულობდა, თუმცა ეს ადვილი შესამჩნევი იყო, მის თვალებში გოგონა ადვილად კითხულობდა შიშს, იმედს, სიყვარულს, ბედნიერებას და მოლოდინს... სურდა მისთვის დარდი შეემსუბუქებინა, მაგრამ ცრემლებს ძლივს მალავდა... ბიჭს მაგრად ეხვეოდა, ამით ცდილობდა გამოეხატა ის გრძნობები, რასაც ვერ ამბობდა...
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1104 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)





კარებზე გაბმულმა ზარმა გამოაფხიზლა.ვერ მიხვდა რა რეკავდა.ჯერ მაღვიძარა 
გამორთო,შემდეგ ტელეფონი აიღო და როცა ყურმილში ზუმერი გაგონა,მაშინ
მიხვდა,რომ კარებზე ვიღაც იყო.ძლივს აათრია სხეული ლოგინიდან.შორტები ხელის
ფათურით მონახა სკამზე,ჩაიცვა და შემოსასვლელისკენ წავიდა.შუქი,რომ
აანთო,სინათლემ თვალი მოსჭრა,მაგრამ მხოლოდ წამით.კედელზე ჩაოკიდებულ საათს შეხედა,საათი 5-ს უჩვენებდა.ერთი გაიფიქრა:”ვინ უნდა
იყოს ამ შუაღამისასო” და "გლაზოკში” გაიხედა.უცებ მოშროდა კარებს,თვალები
დახუჭა და ისევ გაახილა.შემდეგ ხელზე იჩქმიტა და ისევ გაიხედა.საჩქაროდ
გააღო კარები და უკან დაიხია.
კარებში ოცამდე წლის ქერა გოგონა იდგა.ბრეტელებიანი მოკლე სალათისფერი
ზედა და ჯინსის შარვალი ეცვა.ნერვიულად ისვამდა ხელს მკლავზე და თავი დაბლა
დაეხარა.კარების გაღებისას,მორცხვადასწია თვალები.მის ჭაობისფერ ცრემლიან
თვალებში შიში ჩანდა.
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1253 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 25 26 27 28 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.