Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ისტორიები♥

ნეტა რა არის პირველი სიყვარული? გრძნობა, რომელიც გვართობს და გვხიბლავს?! ნუთუ ორივე? ოჰ, ღმერთო ჩემო, ხვალ გამოცდა მაქვს უსაშინლესი და მეცადინეობის მაგივრად ვზივარ და იმ პირველ სიყვარულზე ვფიქრობ! გული დამიჭრა საზიზღარმა, შხამიანი ისრით. . . საშინლად მტკივა. ვგრძნობ ტკივილს უიმედო ნოსტალგიისას!. . .
ბუზღუნებს ჩემი მეორე მე. . .
- ხვალ გამოცდა გაქვს, იმეცადინე!
- ვიცი!
- რომ იცოდე სულელივით არ იჯდებოდი და სხვაზე არ იფიქრებდი!
- ვინ სხვაზე? მე ხომ ვმეცადინეობ?
- გეთანხმები, კითხულობ, წერ, მაგრამ თვალწინ ასოების ნაცვლად ვის ხედავ? ფიქრში ვინ გიზის? გამოცდა თუ სიყვარული?
- თავი დამანებე! ვმეცადინეობ!
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1068 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (1)


საკმაოდ დიდი ხანი ვინანე ის ამბავი მაგრამ მე ხომ ახლაც ვნანობ.. ვზივარ ფანჯარასთან მთვარეს ვუყურებ და სულ ლეო მელანდება მაგრამ აღარ აქვს ლეოს ის მწვანე თვალები ქერა თმები და სიცოცხლით სავსე მზერა..ვოცნებობდი რომ ლეო მალე მენახა მაგრამ ამ სურვილს ახდენა არ ეწერა,, მინდოა მენახა მეთქვა თუ როგორ მიყვარდა თუნდაც ცალმხრივი სიყვარული მქონოდა მის მიმართ.. ეტყობა არ ვარ ღირსი რომ ვიყო ბედნიერი.. : || ალბათ იმის ბრალია რომ მე მას არ ვაპატიე .. და ეტყობა აღარ მაქვს მე იმის ნება რომ ვიოცნებო მასზე და თუნდაც ჩუმად მაინც მიყვარდეს იგი..
***
იგი თეკოს დაბადების დღეზე გავიცანი.. სიმპატიური ზედმეტად ამაყი და ანგარებიანი ჩანდა.. თავიდან არ მომეწონა მაგრამ შემდეგ ისე მოხდა რომ დავახლოვდით.. მეგობრებთან ერთად ჩვენც ვიკრიბებოდით ხოლმე და ამან გამოიწვია ეს სიყვარული.. 2 თვის მერე მივხვდით რომ ერთმანეთი გვიყვარდაა და გადავწყვიტეთ რომ ერთმანეთისთვის გაგვემხილა..
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1076 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (1)


რ ვიცოდი ესე თუ გამიძნელდებოდა...არ ვიცოდი თორემ არ გაგიშვებდი , არ გაგიშვებდი ჩემგან თუმდაც 1 დაბიჯით შორს ჩემსკენ მოგწევდი და ჩაგეხუტებოდი, ჩაგეხუტებოდი ისე რომ გეგრდძნო თუ როგორ ცემს სიყვარულისგან ჩემი პატარა გული, გაგრდძნობინებდი რომ შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ, რომ მე შენს გარდა არავინ და არაფერი მჭირდება, უბრალოდ ვერავინ გამაბედნიერებს შენს გარდა....არ ვიცოდი ასე თუ გამიძნელდებოდა თორემ არ გაგექცეოდი, არ გაგექცეოდი მხოლოდ იმიტომ რომ შენგან მეტი სითბო დამჭირდებოდა, არ წავიდოდი შენგან შორს იმ იმედით რომ შენ მოხვიდოდი დამელაპარაკებოდი და მომეფერებოდი...არ ვიცოდი ასე თუ გამიძნელდებოდა თორემ არ ავიფარებდი ყურებზე ხელებს როდესაც შენ რაგაცას მიხსნიდი, მოგისმენდი რაოდენ მძიმე და მოსაბეზრებელი ყოფილიყო ეს ჩემთვის რადგან მომესმინა შენი ხმა, შენი ხმა რომელიც ასე მშველის როცა ცუდად ვარ, როცა არავინ და არაფერი არ მინდა შენს გარდა ...
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1013 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ისე მოხდა, რომ სკაიპიდან წამშალა. დარწმუნებული ვარ, ბევრი არ უფიქრია. მარტივად გადაწყვიტა_ ერთად აღარ ვართ, რომ დამჭირდეს, მისთვის მიწერა სხვანაირადაც შემიძლიაო.. აქედან დასკვნა_ რა აუცილებელია, სკაიპის კონტაქტებში მყავდესო… წესით, მეც ასევე უნდა მეფიქრა, მაგრამ მე ხომ გოგო ვარ (სულელური თეორიების აგება გენეტიკურად კოდირებულია ჩემში ), ხოდა, ეს ამბავი ასე მარტივად არ მიმიღია. ეგრევე მივწერე ფეისბუქზე: უი, სკაიპიდან წაგიშლივარ-მეთქი და დაველოდე, რომ ამ წერილის შემდეგ ფეისბუქის მეგობრებიდანაც ამომშლიდა. არ ამოვუშლივარ, მაგრამ არც უპასუხია. ახსნა-განმარტებები მისი სტილი არაა. თანაც, ჩემს გამჭრიახობას თვალდახუჭული ენდობა. იცის, რომ ვიცი, რატომაც წამშალა. მიზეზი ისაა, რომ ,,ფორმალობებს” არ სცნობს.
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1192 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (5)


ზუსტად მწუხრის პირას, წყნარი პარკის ჩუმ კუთხეში, ნაცრისფერ სამოსში გამოწყობილი გოგონა გამოჩნდა. იგი ძელსკამზე ჩამოჯდა და წიგნის კითხვას შეუდგა, დრო ცოტა ჰქონდა, მალე ისევ სამსახურში უნდა დაბრუნებულიყო.
ვიმეორებ: კაბა ნაცრისფერი ეცვა და თან საკმაოდ უბრალო, თუმცა სამოსი ვერ ნიღბავდა მის უზადო სტილს და ფორმებს. პირბადეს ფართე ნახვრეტები ჰქონდა და ჩალმისებურ ქუდქვეშ იყო დატანებული, ვუალის მიღმა კი მშვიდად და შეუცნობელი სილამაზით ანათებდნენ თვალები. გოგონა წინა დღესაც იმ ადგილას იჯდა, ზუსტად ამ დროს, იმის წინაც, და იყო ვიღაც, ვინც ეს კარგად უწყოდა.
ახალგაზრდა კაცი ქალიშვილის მახლობლად ტრიალებდა, საფარად კი დიდ ჩინურ კერპს იყენებდა, რომელის წინაც მსხვერპლშეწირვის შემდეგ დარჩენილი ფერფლი ეყარა. მალე მისი მონდომება ჯეროვნად დაფასდა, გოგონას გადაშლისას წიგნი თითებიდან გაუსხლტა და ძელსკამიდან მთელი იარდის მოშორებით დავარდა.
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1103 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (1)


მგონი ცოტას აფრენს ეს კეტებიანი.. – გავიფიქრე ჩემთვის – რა ქირურგი, რის დალევა, რა მომვლელი?…
ან რა უნდა ჩავიცვა რა საინტერესოა….
ანკა გადამერევა რომ გაიგოს , ვიღაც მორიგი სულელი გადავიკიდე….
ღამის 10 საათია და მაინც ცხელა, ან მე მცხელა…
მთელი კვირაა თვალი მიშტერდება რომ ვხედავ და ის საერთოდ არ მიმჩნევს
ეხლა მოვეწონე? …
გამოაშტერა იმ ინვალიდმა … სულ იმასთან ერთად დადის და ირგვლივ აღარ იყურება…
ალბათ ცოტას დავაგვიანებ, როგორც ქალებს გვჩვევია..
იყოს და მელოდოს..
თავხედი..
მოინდომა ეგრევე, \” გადმოჯექი, დავლიოთ..\”
ეხლა იჯდეს და უყუროს საათს…….. \”
11-ის ნახევარზე არანორმალურად გამოპრანჭული და სუნამო მიპკურებული დავეშვი ლიფტით სასტუმროს რესტორანში…
სიხარულისგან სახე მიბრწყინავდა იმაზე ფიქრით, რომ დიდხანს ვალოდინე და გავაწვალე,..
სახე მომერყა, როდესაც რესტორანი ცარიელი დამხვდა..
ჩვენს მაგიდაზე , პატარა ლურჯი სანთლიდან , მოუსვენრად ხტოდა წითელი ალი..
მაგიდას მივუჯექი და სიბრაზისგან ისეთი სიჩქარით მოვწიე სიგარეტი, თავბრუ დამეხვა…
გავიდა 10 წუთი …
\”საინტერესოა, რამდენ ხანს მომიწევს ლოდინი?\”
15 წუთი…..
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1121 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (4)


 . . .ღამემ   მოგონებებს   სევდა   შეაპარა, ბალიში   ცრემლით   იღვენთება. . . .მე არ მძინავს, შენზე მეფიქრება.

  ძნელია   ვინმეს   გავუზიარო   ჩემი შენდამი   სიყვარული   და   სითბო. . . . მე   სიტყვები   არ   მყოფნის,…ზოგი   იჭვნეულად   შემომხედავს ხომ   არ   აზვიადებსო, სიტყვებს ძალა   ეკარგებათ, შენ   აღუწერელი   ხარ. . . . .
  დიდი   ხანია   შენი   დანახვის   სიხარულს ჩემს   სახეზე   არ   გამოუნათებია, ჩემი გრძნობა   ვერ   აღმიწერია, ეს   დიდი   გრძნობა   იყო, ალბათ ასე ძალიან   ამიტომ მიჭირს შენი   დავიწყება.
  ერთხელ   გითხარი   ყველაზე   მეტად   შენ მომენატრე მეთქი, იჭვნეულად   შემომხედე   და   ჩამეხუტე. მაშინ   ყველაზე მეტად   სწორედ   შენ   მენატრებოდი.
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1483 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 26 27 28
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.