Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 27 » * * *
7:02 PM
* * *

ვიცი წახვალ დამტოვებ მალე
სევდიანს,მტირალს,ძლიერ მწუხარეს...
შორით იქნები ჩემგან წასული
მე გულს მომიკლავს ჩვენი წარსული.
წარსულის ფიქრით ვიცხორებ ქვეყნად,
დაველოდები შენს მობრუნებას..
ვინ იცის საით,როგორ,რას ფიქრობ?!
ვინ გენატრება და ვინ არც გახსოვს..
მაგრამ სევდიან მოგონებებში,
გულჩათხრობილი როცა იქნები,
როცა სამყაროს შენად აღარ თვლი,
ვინ იცის იქნებ მოგაგონდები,
მოგაგონდება წარსული შენი
მოგაგონდება ნუ დაღონდები ;
შენ მე არასდროს დამაიწყდები
შენ ხარ უცვლელი და ერთადერთი!
თვალცრემლიანი, სევდამორევით
მე გავიხსენებ  შენს ყოველ ნაბიჯს
გამახსენდები კითხვა გაჩნდება 
როდის ბრუნდები არ გენატრები?
მაგრამ ვიცი რომ შენ ამას ვერ იგებ
და სევდიანი დაგელოდები
დაველოდები შენს დაბრუნებას
ვინ იცის იქნებ..არც დაბრუნდები ....
კატეგორია: წერილები♥ | ნანახია: 1728 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 1
2011-01-13 - 2:24 PM

ადამიანი ნავი არ არის, ნაპირს მიაბა....და მიატოვო

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.