ერთი სიკეთეს, რომ უზამს კაცს, სამაგიეროს მოითხოვს მისგან. მეორე არ მოითხოვს, მაგრამ გულის სიღრმეში იმედი აქვს, რომ ასე იქნება.
და ბოლოს, მესამე, ჩალადაც არ აგდებს თავის გაწეულ სიკეთეს. იგი ვაზს ჰგავს, რომელიც უშურველად გვთავაზობს სავსე მტევნებს,არაფერს მოითხოვს ნაცვლად და კმაყოფილდება მარტო იმით, რომ ბოლომდე მოგვცა თავისი სიტკბო.
ასე რბის ცხენიც, ასე მისდევს კვალს მაძებარიც და ასე აგროვებს ფუტკარი თაფლს.
ამიტომ კარგი კაცი, გულწრფელად სიკეთის მაკეთებელი საქვეყნოდ არ გაჰყვირის – აი რა გავაკეთეო. არამედ უხმაუროდ გადადის შემდეგ კეთილ საქმეზე, მსგავსად ვაზისა, რომელიც ყოველი შემდგომი წლის ბოლოს ხელახლა ამწიფებს თავის მტევნებს...
ერთი სიკეთეს, რომ უზამს კაცს, სამაგიეროს მოითხოვს მისგან. მეორე არ მოითხოვს, მაგრამ გულის სიღრმეში იმედი აქვს, რომ ასე იქნება.
|
ღამით პაპა მოვიდა. დაღვრემილი ჩამოჯდა ჯირკზე და ფეჩს ზურგი მიუშვირა. ხელისგულებზე იყურებოდა. - ახლა რაღა? - შევეკითხე მე.
|
გადაკვეთის წერტილი გელას ფეხები ლიანდაგზე ეწყო და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გაღიმებული ასცქეროდა. ხმა სულ უფრო ახლოვდებოდა. «ღმერთო, შენ უშველე გელას...» - რატომღაც მესამე პირში გაიფიქრა გელამ და მიაყურადა. მერე მარჯვნივ გადაატრიალა თავი და მისკენ დაგადუგით მომავალი, ჯერ კიდევ შორს მყოფი ორი მანათობელი წერტილის დანახვაზე პირჯვარი გამოისახა.
|
დილას მზემ რომ გამოანათა, უკვე მივხვდი - კარგი დღე მექნებოდა. ხალისიანად ავფუსფუსდი - კვერცხი შევიწვი. აივანზე გავედი. შაბათი იყო, საქმე არაფერი მქონდა. გავისეირნებ. ბავშვსაც გავასეირნებ. საღამოს კი ვინმე მეგობარი შემოივლის. დაველოდე ცოლ-შვილის გაღვიძებას და როცა ისაუზმეს, ელენეს, ჩემს ხუთი წლის გოგონას ვუთხარი, ჩაიცვი, გავისეირნოთ-მეთქი.
|
წერილი პირველი სანთლის მოლიცლიცე შუქზე გწერ წერილს, რომელსაც ალბათ არასოდეს წაიკითხავ. ვიცი, შენც სადღაც ჩემგან შორს ფიქრებით დამძიმებული წერ წერილებს არარსებულ მეგობარს....
და ჯერ კიდევ არ იცი, რომ ეს მეგობარი მე ვარ... არა, უფრო სწორად იცი და მაინც ჯიუტად არარსებულს მიწოდებ.
|
მივიღე შენი წერილი. მივიღე, მაგრამ არ წამიკითხავს. მეხუთე თვეა ჩემში ვინახავ. ვგრძნობ როგორ ისხამს სულსა და ხორცს, როგორ ეკვრება ოკრო-ბოკრო ასოებისგან ჩვილი სხეული, ებმება აზრის ხელ-ფეხი და სუსტად უცემს სიტყვების გული.
|
ნოტარიუსი: საკუთრება რომ გადააფორმოთ თქვენი მეუღლის გარდაცვალების ცნობა უნდა მომიტანოთ სამისამართო ბიუროდან. მოქალაქე: გარდაცვლილის მოწმობა მაქვს, ალბათ ეს გინდათ?! ნოტარიუსი: არა. Gგარდაცვლილის მოწმობა არ არის საკმარისი, საჭიროა ამავე დროს ცნობა გარდაცვალების შესახებ.
|
მუხათგვერდის სასაფლაოს დირექტორის თანაშემწეს მიქელ_გაბრიელის მოადგილეს ეძახდნენ. Pპირველად ახლობლის საფლავთან გამაცნეს, როცა ეს ახალგაზრდა კაცი კვიპაროსების დარგვაში ეხმარებოდა ჭირისუფალს.
|
გუშინ ქუთაისში უნდა ვყოფილიყავი და ვერ წავედი. სამაგიეროდ მთელი ღამე, სიზმარში ქუთაისში ვიყავი. ხან ჟანა მუჯირი მესიზმრებოდა, ხან ზეიკო, მგნონი ჟვანია, გვარი კარგად არ მახსოვს, კონწოლს ქვემოთ ცხოვრობდა და შესანიშნავი ჭა ჰქონდა. იქიდან მოგვქომდა წყალი მე და დედაჩემს დიდი ხნის წინათ.
|
სოფლის განაპირას, ტყის სიახლოვეს, ერთ პატარა სახლში, უცნაური მწოლ-კმარი ცხოვრობდა. შვილი არ ჰყავდათ, მაგრამ არას დარდობდნენ და იყვნენ ასე უშვილ-ძიროდ. დღისით ცოლ-ქმარი ერქვათ, ღამით კი მწოლ-კმარი. დროდადრო დღისითაც მწოლ-კმარი იყვნენ და ღამითაც, მაგრამ შვილი არა და არ უჩნდებოდათ, ამიტომაც, თანდათან გაუქრათ კიდეც მოლოდინი და ისე ერთობოდნენ.
|
აღარ ბრაზობს, როცა რეგვანოს ეძახიან. ნამდვილი სახელი იმდენად გადაავიწყდა, რომ თუ ვინმე მოიხსენიებს, ერთხანს გაკვირვებული შეჰყურებს. მერე თანდათან ხვდება _ ეს ხომ მე ვარო?~ და უცნაური მოკრძალება ეუფლება, თანამოსაუბრეებსაც განსაკუთრებული სერიოზულობით უსმენს. მშვენივრად იცის, რატომ შეარქვეს რეგვანო, მაგრამ დღემდე ვერ მიმხვდარა, ვინ გადააკეთა ქართული სიტყვა "რეგვენი" რეგ-ვანოდ ან რა საერთო აქვს მის პიროვნებას სირეგვენესთან.
|
დაიფიცა, შობამდე ხმას არ ამოვიღებო და დამუნჯდა. შინაურებმა იცოდნენ მისი დადუმების ამბავი, ურთიერთობაც ადვილად მოეგვარებინათ. ფურცლებმა და ავტოკალამმა შეცვალა ზეპირი მეტყველება. გიომ ენა გადაყლაპა, თვალებითაც არაფერს ამბობდა, არც ხელით ცდილობდა რაიმე ენიშნებინა ვინმესთვის. იჯდა, დილიდან საღამომდე და რაღაცას კითხულობდა. თუ რამ სურვილი გაუჩნდებოდა, წერილობით ატყობინებდა ადრესატს.
|
ეს ქალაქი ამოუცნობი მოვლენაა. ამ ქალაქში ყველაფერი უცნაურია და ყვალაფერი თავდაყირაა, ანუ ყირამალა... ადამიანებიც, მცენარეებიც, ფრინველებიც, შენობებიცა და მოკლედ მთელი ინდუსტრია. მე ამ ქალაქში გავჩნდი, აქ გავიზარდე, თუმცა ჩემი ცხოვრებაც, ქალაქის ცხოვრების მსგავსად თავდაყირა წარიმართა. აქ, რაც მიწის ზემოდაა, იგივეა მიწის ქვეშ. აქ თუ იქ, ქვემოთ, სულერთია.
|
ჩვენ მივდიოდით ხალხისგან სავსე-დაცარიელებულ ქუჩაზე. იგრძნობოდა დენთის და შიშის სუნი… უცნაური და უცხოა შიშის სუნი, როდესაც გაურბიხარ მასზე ფიქრს, აივნებიდან დროშები ფრიალებდნენ, გარეცხილი და მიტოვებული ნიფხვებივით. ჩვენს უკან იდგა სახლების ჯარი, ქვის ლეგიონები შემოგვცქეროდნენ ზურგში. ისევ შეუჩერებლად მივიწევდით წინ, თითქოს ადგილზე ვიდექით და ქუჩა კი მოძრაობდა უკან.
|
ჩემი გული ხომ შენ გეკუთვნის, "აჰა" გითხარი "სულ შენ წაიგე" თავიდან კიო რატომ მითხარი, ხოლო შემდეგ კი გადაიფიქრე. რატომ მიგქონდა თუ არ გინდოდა, თუ დატოვებას არ აპირებდი?
|
სამოთხეში ვარ? არა პატარა, ჩვენ ერთად ვიწვით სატანის სახლში. ჯოჯოხეთში ვარ? დიახ, პატარა! აქამდე როგორ ვერ მოგხვდა თვალში?
|
რა მძიმედ სუნთქავ ჩემო სიცოცხლე სინათლეს ვეღარ ხედავ, უსმინე ჩემს ხმას, მუდამ იცოდე- მე მხოლოდ შენ ერთს გხედავ...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
947
|
დაამატა:
marviva
|
თარიღი:
2011-12-26
|
| |