Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 26 » გივი ალხაზიშვილი - მოადგილე
7:22 PM
გივი ალხაზიშვილი - მოადგილე

მუხათგვერდის სასაფლაოს დირექტორის თანაშემწეს მიქელ_გაბრიელის მოადგილეს ეძახდნენ. Pპირველად ახლობლის საფლავთან გამაცნეს, როცა ეს ახალგაზრდა კაცი კვიპაროსების დარგვაში ეხმარებოდა ჭირისუფალს.
საფლავთან ვიდექით, მიქელ-გაბრიელის მოადგილემ თავისთვის რომ ჩაილაპარაკა: ერთს დავიყვირებ და მილიონამდე მიცვალებული ხმაგაკმენდილი მომისმენს... ყველა მათგანი ეგრევე ისუსება. Gგაკვირვებულმა ვკითხე:
მართლა ასე ეშინიათ შენი მიცვალებულებს?
მხრები აიჩეჩა და თვითკმაყოფილება გამოეხატა სახეზე:
შარშან აღდგომაზე, ერთი ბიჭი დათვრა და მანქანით წასვლა მოინდომა. ატყდა აყალ-მაყალი, გაწევ-გამოწევა, მაგრამ ვერავინ გადაათქმევინა დაჩემებული გადაწყვეტილება. მეზობელ საფლავთან ვიყავი, ხსოვნის სადღეგრძელოებს ვსვამდით და ჩვენთვის ვჭუკჭუკებდით, ამ ახირებული ყმაწვილის ყვირილი რომ შემომესმა. მივედი, დავუყვავე ყმაწვილს, ეს ისევ აგრძელებს ყვირილს და გინებას. მერე ხელი ვტაცე და მკვეთრი მოძრაობით 180 გრადუსით შემოვაბრუნე:
შენ როგორ ბედავ ჩემი თანდასწრებით ჭიჭყინს?! მე მიქელ-გაბრიელის მოადგილე ვარ, ერთს რომ დავიყვირებ მილიონი მიცვალებული მყისვე ისუსება და სამარისებური სიჩუმე ისადგურებს. როგორ მიბედავ მე, მიქელ-გაბრიელის მოადგილეს გაჯიუტებას? აბა, ახლავე ჩაიკმინდე ხმა!
ისე ბუნებრივად ვითამაშე მიქელ-გაბრიელის მოადგილის როლი, რომ ახირებული ახალგაზრდა დამუნჯდა, თვალებგაფართოებული შემომყურებდა მავედრებელი სახით და დავსჭყივლე კიდეც:
_აბა, თქვენი ხმა არ გავიგონო, დადუმდით ყველა ! ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ თვითონაც შევკრთი. ჩამობინდებულ სასაფლაოზე სიცოცხლის ნიშანწყალიც არ იგრძნობოდა, ჩვენც, იქ ვინც ვიყავით, უეცარი შიში შეგვპარვოდა ხმაშიც კი, რადგან, ყმაწვილის დედამ რომ მომმართა: შენ გაიხარეო, ისე წაიჩურჩულა, რომ მივხვდი, შეშინებული იყო და ჩვეულებრივად ვეღარ მეტყველებდა.
აი, ასე დამარქვეს, უფრო სწორად დავირქვი მიქელ-გაბრიელის მოადგილე და მას შემდეგ ასე მომმართავენ ვიღაცები. არ მწყინს, სასაფლაოს დირექტორის მოადგილე ვარ და მიქელ-გაბრიელის მოადგილეობასაც ვითავსებ. Uგულიანად იცინოდა, აინუშშიც არ აგდებდა იქ გამეფებულ მწუხარებას და შებინდებასთან ერთად Y ტურების ხმაშეწყობილ ამოწკმუტუნებას, მე რომ შემზარა, მაგრამ მისთვის შეჩვეული მუსიკალური ნომერი გახლდათ.
ცნობისმოყვარეობამ არ მომასვენა და ვკითხე:
_ მართლა მილიონამდე მიცვალებული განისვენებს ამ სასაფლაოზე?
_ ჩვენიანა ასე იქნება.
_ კი მაგრამ, ჩვენიანა რატომ?!
_ ჩვენც ხომ პერპექტიული მკვდრები ვართ?!
ჩემს ერთ ამოყვირებაზე მილიონმდე მკვდართან ერთად, უნებურდ, თქვენც ენას ჩაიგდებთ და მორჩებით ყბედობას, ხოლო ამ დროს, თქვენი სიჩუმე მათ სიჩუმეს მიემატება და მდუმარება გაძლიერდება. მიყვარს ის წუთები, როცა ცოცხალ-მკვდარი სიჩუმის გარჩევა ვერ ხერხდება და ყველას ერთი, დაუსაბამო დუმილი ამთლიანებს. ასეთ დუმილში მინათდება გონება და რაღაც ძალიან ჭკვიანური აზრი იბადება ჩემში, მაგრამ სამწუხაროდ, არ მამახსოვრდება. როგორ ხდება იცი?! აზრი მოდის, ყალიბდება და უეცრად ქრება, თითქოს ვიღაცამ გამორთო, გამოთიშა ნათურასავით.
Gშემკრთალი ვუსმენდი მიქელ-გაბრიელის მოადგილეს და ვერ ვარჩევდი რამ შემაკრთო, მისმა მეტსახელმა თუ ჩემმა ვარაუდმა რომ ეს მთავარი მესაფლავე ჩუმ-ჩუმად რაღაცებს წერდა და ვშიშობდი კონსულტაციისთვის ჩემთვის არ მოემართა, რადგან ნახევარი საუკუნეა გაბეზრებული ვარ მსგავსი შეპყრობილი ადამიანებით და მათი მეშინია კიდეც.
სულ ბოლოს დეკორაციული ბზა დავრგეთ საფლავის მესამე კუთხეში და მიქელ-გაბრიელის მოადგილემ შეაქო საფლავი: შეხედეთ, როგორ დამშვენდა და მის სიტყვებს მოჰყვა ტურების ერთობლივი, მორიგი ამოწკავწკავება თუ ამოწკმუტუნება და თოფის ხმა.
როგორც მიქელ-გაბრიელის მოადგილემ განგვიმარტა, აქ მონადირეები დადიან, ფარნების შუქზე გარეულ ქათამზე და კურდღელზე ნადირობენ.
_ალბათ, მეძებარი ძაღლებიც ეყოლებათ, თორემ ნანადირევს რას მიაგნებენ ამ სიბნელეში?!
პასუხი არავის გაუცია, შემრცხვა ჩემივე გულუბრყვილობის და გავჩუმდი. კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე, რომ ჩემი სიჩუმე იმ დიდ დუმილში იკარგებოდა, შიშიც იქიდან აღწევდა ჩემში და სიჩუმეს ნახევარხმაზე ღიღინი ვამჯობინე. სხვები ყურადღებას არ აქცევდნენ ჩემს წაღიღინებას, სიბნელისთვის მიელურსმათ თვალები.
კატეგორია: ლიტერატურა ♥ | ნანახია: 946 | დაამატა: GMaisuradze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.