Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 26 » გიორგი ბუნდოვანი - რღვევიდან რღვევამდე!
7:09 PM
გიორგი ბუნდოვანი - რღვევიდან რღვევამდე!

giorgi bundovani - rgvevidan rgvevamde
ჩვენ მივდიოდით ხალხისგან სავსე-დაცარიელებულ ქუჩაზე.
იგრძნობოდა დენთის და შიშის სუნი…
უცნაური და უცხოა შიშის სუნი, როდესაც გაურბიხარ მასზე ფიქრს,
აივნებიდან დროშები ფრიალებდნენ, გარეცხილი და მიტოვებული ნიფხვებივით.
ჩვენს უკან იდგა სახლების ჯარი, ქვის ლეგიონები შემოგვცქეროდნენ ზურგში.
ისევ შეუჩერებლად მივიწევდით წინ, თითქოს ადგილზე ვიდექით და ქუჩა კი
მოძრაობდა უკან.
მე და შენ გვახსოვდა ჩვენი ქვეყნის წარსული, თავისი პროლეტარი და ავანტიურსტი გმირებით, თავისი შავი თუ წითელი ბელადებით…
კვამლში გახვეული პროსპექტების აქოჩრილი თვითმყოფადობა და გარდასული პეწი; ინდუსტრიული კანონზომიერება სინანულისა და დავიწყების ბაღებში შემოღწეული, ფეხქვეშ გვედებოდა ალისფერი ბალახი, ხავსი სრულყოფილების,
როგორც ხსოვნის ნაშთი;
განწირულ ხმებში ირეოდა ჩვენი ცხელი და მძიმე სუნთქვა;
გარეუბნების ნაგვიანი ჟრიამული, მიჩუმათებულ სადარბაზოთა თვალდათხრილი უპეებიდან _ საკანალიზაციო ჭების გავლით, ჰაეროვანი დამქანცველობისაკენ…
ჩვენ მივიწევდით ნათელი და მართალი მომავლისაკენ, თაობების ნახტომით აღზევებულნი _ უთავბოლო სერენადებით მთვრალნი, აჭედილი კარიბჭეების რღვევით.
სახეებზე, მე და შენ, გვეწერა ჩვენი ქვეყნის ტკივილი, ჩვენი ბავშვობის არშემდგარი ქრონოლოგია და მყოობადის დაუწერელი უვერტიურა!
ხმლების, დანების, ყუმბარების და რევოლვერების წვიმა ჩეჩქავდა მშობლიურ მიწას, უჩვეულო მოზრდილი სეტყვის მსგავსად, რომელიც ჩვენ გვერდს გვაქცევდა…
ჩვენ მივიზლაზნებოდით, ზოგჯერ გავრბოდით, ზოგჯერ კუს ნაბიჯებით მივაპობდით ფარად ქცეულ, ჯავშნის მკვრივ საჰაერო ზღუდეებს, მაგრამ მაინც წინსვლა იყო ერთადერთი იმედი და მიზანი.
ჩვენ არ ვჩერდებოდით! გვცემდნენ, გვაფურთხებდნენ, გვლანძღავდნენ, გვწამლავდნენ, გვკუწავდნენ, მაგრამ ვერასოდეს გვიყენებდნენ, რადგანაც ჩვენ ვიყავით ამბოხისა და ბუნტის შვილობილები.
გადიოდა ისტორია, როგორც ეპიზოდი; შემოდიოდა ახალი უფრო გრძელი ეპიზოდი ისტორიისა და მას მოჰყვებოდა შემდეგიც…
ფეხები გვეფლობოდა ტალახში, ზოგჯერ ვიბანდით ოფლით, გაცვეთილ ფეხსაცმელებს და ჩვენი შემტევი ნირი აცოფებდა თანადროულებს!
ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, გვიყვარდა თავისუფლების ფენომენი, როგორც ლამის რეალობადქცეული ილუზიის ნარჩენი და გვიყვარდა სიკვდილი, ისევე როგორც ცხოვრება. ჩვენ არ გვეშინოდა შინაარსიანი დაღუპვის და ლაჩრულად გავურბოდით მარიონეტულ არსებობას! რღვევიდან-რღვევამდე ვფხიზლობდით და ქუთუთოებს ვიკერებდით ლოყებზე, რომ არ ჩაგვძინებოდა.
რკინის მღვიმეებში და ცეცხლოვან სტალაქტიტებში გამოწრთობილებს, გვაოცებდა მხოლოდ ერთი, ის, რასაც სიმშვიდე ერქვა, რომელსაც არასოდეს ვიცნობდით ახლოს!
ინტეგრაციისა და გენერაციის მსხვერპლნი ვხდებოდით არაერთხელ…
სიმულაციის დაუძინებელი მტრის იმიჯით ვიკავებდით ისედაც დაკავებულ პოზიციებს,
ხელმეორედ, მეათედ, მეასედ, შუბლებით ვასკდებოდით ყველა უსამართლობას!
ჩვენ ვიყავით ნორჩი ლენინელები, ოქტომბრელები, პიონერები, კომკავშირლები და პარტიულები, და შემდეგ ამას სამარცხვინო წარსულად ვთვლიდით.
ნამუსახდილი დღევანდელობის ანაქრონიზმში ვზელდით სიწმინდეებს, რომლებიც ოდნავ კიდევ შემოგვრჩა ჩვენს კასტრირებულ სულებში, მაგრამ მფეთქავ და მდუღარე გულებში, ამავე დროს!
ჩვენ მივტიროდით გარდაცვლილ მეგობრებს, ვუხმობდით გარდახვეწილ ახლობლებს და ჩვენს შვილებს ჰარდ-როკის და საბჭოური ჰიმნების ალილუიათი ვაძინებდით!
დგებოდა მემილიარდე დილა, მეტრილიარდე ღამე…
ჩვენ კვლავ ერთად ვიდექით ყველა პოზიციებზე, ბარიკადებზე, ხარაჩოებზე, ჩვენ, მე და შენ, შენ და ისევ მე, ხელიხელჩაკიდებულები, ვაცხადებდით ყოველთვის და ყველგან ჩვენს ნებას, როგორც სარწმუნოებას და საღვთო განაჩენს!
ფოლადის ჩექმებით, ნიჩბებით, ტექნიკით და საიდუმლო სამსახურებით გვებრძოდნენ, ჩვენ, მე და შენ და ჩვენ მაინც ყოველთვის გამარჯვებულნი ამოვდიოდით, გამარჯვებულნი და სუფთანი ამ მყრალი წუმპიდან, რასაც დაკარგული `სამშობლოს ხიბლი~ ჰქვია.
ჩვენ ამ `ხიბლს~ დღითიდღე თავიდან ვეცნობოდით, მოხუცთა დარიგებებიდან, სკოლის მერხებიდან და ნაცადი ინსტიტუტებიდან და ეს თავს მოხვეული ჰეგემონიის მთავარ აზრად გვესახებოდა!
ჩვენ ყველაფერში გამოვლილები და ყველაფრის გამძლენი, სხეულდასერილები, მაგრამ გონებანათელნი დღეს, ისევ ერთად ვდგავართ ამოცანის წინაშე, ჩვენ, მე და შენ, ჩემო სისხლში მონათლულო სინდისო, ჩემო შავ-წითელა ბელა
კატეგორია: ლიტერატურა ♥ | ნანახია: 878 | დაამატა: GMaisuradze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.