Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 23 » ზღვაო, ჩურჩულით მითხარი...
10:24 PM
ზღვაო, ჩურჩულით მითხარი...
ზღვაო, ჩურჩულით მითხარი,
რომ შენც მელოდი ძალიან,
ღრუბელს რქას აჰკრავს მზის ხარი
და წვიმა _ პატარძალია.
ზღვაო, დამახრჩვე ალერსით
და მომეხვიე ტალღებით.
სხივი მჭირს კლდეზე ნალესი,
მზე დადის წითელ წაღებით.
ზღვაო, ეგ შენი სინაზე
ათას უფლისწულს ეყოფა.
გეხვევი მტრების ჯინაზე
ჩემს უღალატო მეგობარს.
ვკეკლუცობ მე შენს სარკეში
და თავს გაწონებ ოცნებით
და ტალღებს, ჩემზე დაგეშილს
მეც ვეგებები კოცნებით.
ზღვაო, ნუმც განმეშორები,
შენი მზე ნატვრისთვალია.
ყოველთვის მემახსოვრები _
ზღვაო, მიყვარხარ ძალიან.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 702 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.