Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 12 » უთუოდ გაგაწვალებ იცოდე..
11:14 AM
უთუოდ გაგაწვალებ იცოდე..

,,შენსკენ რომ მიხმობ და მეძახი
თავნება ქალი რომ მიწოდე
ქედმაღალი ვარ და ჭირვეული
უთუოდ გაგაწვალებ იცოდე

მზის ტყუპის ცალია ჩემი გული
მკლავები ჩამოჰგავს ლიანებს
ჩაგეხვევიან და ისე შეგბოჭავენ
ვეღარსად გაექცევი ხვიარებს

ამაყნი არიან სურვილები
ეშმაკის ცხენები გახედნეს
ვინც მათთან ჯირითი გაბედა
ღრუბლების მხარდამხარ აჭენეს

ლაგამს არ იკარებს ჩემი გრძნობა
ქარივით გიჟია და ონავარი
სული ვერ იგუებს მორჩილებას
ამორძალებთან წილნაყარი

და ახლა თუ გინდა კვლავ მიხმე
და თუნდაც თავნება მიწოდე
ძალიან ამაყი და ურჩი ვარ
უთუოდ გაგაწვალებ იცოდე.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 687 | დაამატა: admin | ტეგები: უთუოდ გაგაწვალებ იცოდე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.