Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 17 » ...უსიცოცხლოდ დაწვა და თვალები დახუჭა...
0:08 AM
...უსიცოცხლოდ დაწვა და თვალები დახუჭა...
ის იჯდა.....სიჩუმეში...სიბნელეში, ირგვლივ ყველა ბგერას მოეკლა თავი და სიჩუმე გაბატონებულიყო...ფიქრები ფიქრობდენ ძალიან ნელა...ოთახში სიმარტოვე დაბოდიალობდა ,თავს არ ანებებდა Fფიქრებს რომელიც მას გაურბოდა...ის იჯდა....ერთ წერტილისკენ ქონდა თვალი მიშტერებული თითქოს მის წინ მოგონებების დღიური ყოფილიყო გადაშლი და ნელნელა Fფურცლავდა თავისი ცხოვრების თვითოეულ ფურცელს ,თითქოს მისი განვლილი გზა არ ყოფილიყო ისე დაკვირვებით უცქერდა თვალებს მიღმა მოგონებების მიერ შემორჩენილ კადრებს....ფანჯრიდან სილუეტები უხმობდენ ....დრო მიდიოდა ,...მიდიოდა ისე ფეხაკრებით რომ მარტო მჯდომს ვერც კი შეემჩნია მის წინაშე მიმავალი წუთები..... ნელნელა წამოდგა თითქოს ფიქრებმა უბრძანესო და ვალდებული იყო მის შესრულებაში ...ის ფიქრის მონა იყო , ყველა სურვილს უსრულებდა , ულაზათოდ , თითქოს მისგან თავის დაღწევა უნდოდა და არ იცოდა როგორ დაევიწყებინა მისი არსებობა....სარკმელთან მივიდა.....მთაწმინდამ თითქოს შენიშნა მისი მზერა და თვალი თვალში გაუყარა....თითქოს მას ელოდებოდა და განსაკუთრებით ლამაზად გამოწყობილიყო...მის თავზე მთვარე იღვრებოდა სევდის სხივებად .... თვალები ცისკენ გარბოდნენ .....მთვარეს ვერ ცილდებოდენ ...... სხივები ოცნებად აირეკლებოდა მის თვალებში...თითქოს მთვარემ მაში სხივი ჩაასახლა...ჩადნა მხოლოდ მთვარე ცაზე მოელვარე , ირგვლივ ყველაფერი დაბინდა, ყველაფერი გაქრა ...გაქრა მთელი სამყარო ..ნელნელა მისი ფიქრები იცვლებოდა ...განსაკუთრებულად...შეუცნობელად ფიქრობდა...თითქოს მის სხეულში რაღაც ძალა ჩასახლდა...თვალები გაუფართოვდა ....უცბად მოტრიალდა ..მაგიდაზე დაჯდა და ცქერა დაიწყო.. მის სხეულში მთვარის სხივები ცოცხლობდენ ...ლამაზ მუზად.....იგი წერდა ..წერდა და უკვირდა ....მას მთვარე ელაპარაკებოდა ფურცლიდან....ხანდახან თუ გაიხედავდა მთაწმინდას თვალს გაუსწორებდა თითქოს მისგან რაღაცის თქმას ელოდა........ირგვლივ ყველაფერს მოეკლა თავი….დარჩენილი იყო მხოლოდ , მთვარე , მთაწმინდა და მისი ფიქრები ..... ნელ-ნელა წამოდგა...თვალი ფურცელს გაადაავლო და მაგიდაზე ნელა დაუშვა ... ირგვლივ მიმოიხედა ...ისევ სიჩუმე და სიმარტოვე იყო.მარა სულ სხვა მზერით უცქერდენ მას...!..თითქოს მის ტკივილს გრძნობდენ და შემსუბუქება სურდათ და თავს აღარ ა ხსენებდენ….. ნელ-ნელა წამოდგა.....საწოლიდან მივიდა , უსიცოცხლოდ დაწვა და თვალები დახუჭა .....იხატებოდა ლამაზი ოცნება თვალებს მიღმა ....და საბოლოდ სიზმრად გადაიქცა...სინათლის სხივები თვალებს ჭრიდენ.. ....უკვე დილა იყო...ირგვლივ ხმაური და ქაოსი სუფევდა... მზის სხივებს მთვარის სისუსტით უსარგებლია და სადგაც სამყაროს ბოლოში გადაემალა....ნელ-ნელა ისევ წამოდგა ...ღრმად ამოისუნთქა ..ერთ წერტილს ცოტა ხნით მიაშტერდა...ფიქრები თითქოს მის გაღვიძებას ელოდებოდენ ისე სწრაფად დაიწყეს მოძრაობა....მაგიდასთან მივიდა...იქ ფურცელი ეგდოო, რომელიც ხელში აღებას ლამობდა...ხელში ძალინ ფრთხილად აიღო და კითხვა დაიწყო...თითქოს სხვისი ნაჭერი ყოფილიყო ისე ყვიროდენ სიტყვები ...ბოლოში ჩავიდა ...სახეზე სევდიანმა ღიმილმა გადაკრა ფანჯრიდან მთაწმინდას გახედა…..თვალები ოდნავ მობჟუტა და ჩუმად ჩაიბუტბუტა : ღმერთო ეს რაღამ დამაწერინა….………………
ნანახია: 780 | დაამატა: anano_oo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.