Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 27 » უფალმა ღმერთმა შექმნა ქალი...
11:40 PM
უფალმა ღმერთმა შექმნა ქალი...

უფალმა ღმერთმა შექმნა ქალი... ქალმა სამყარო,

ქალი დედაა... ამ სამოთხის მაცოცხლებელი

უნდა შეკრიბო ყველა ქალი, უნდა შეჰყარო

და დაუჩოქო, ბავშვია თუ უკვე ბებერი.

მაშ ვის დაუდგეთ მუხლის ჩოქზე თუ არა ქალებს,

მაშ ვის დავუნთებს მაჯისიმსხო თაფლის კელაპტრებს,

თუ არა ქალი, ამ სამყაროს ვინ გაახარებს,

ქალი თუ არა... არსებობას ღმერთს ვინ შენატრებს.

ყველა ბრძენი და მეცნიერი ქალმა დაბადა,

ქალმა დაბადა ყველა მონა... ყველა ბატონი,

ქალმა შვა ყველა სულიერი... ყველა დამბლა და...

ყველა ძლიერი...ამა ქვეყნის ბატონ-პატრონი.

კაცის ძლიერ მკლავს ემონება შექმნილა რაც კი,

კაცსა მორჩილებს ყველა ქალი, როგორც გულის ტყვე

სამაგიეროდ ქალმა შექმნა სუყველა კაცი,

ქალმა დაბადა ქვეყნად ყველა დაბადების დღე.

კაცის სულშია შემალული ომი და ხოცვა


კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 788 | დაამატა: admin | ტეგები: უფალმა ღმერთმა შექმნა ქალი... | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.