Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 28 » უილიამ შექსპირი...
11:15 AM
უილიამ შექსპირი...
ის დროც დადგება, ქედმაღალი მზერით დამხვდები,
როდესაც გრძნობას დაერქმევა თავის შექცევა,
ჩემს საზიანოდ როცა შენი მომხრე გავხდები,
თუ სიყვარული განკითხვის დღედ გადამექცევა.

აღარ დავუწყებ უღირსობას ჩემსას ფერებას,
შენს მაამებელ აღსარებას ვეტყვი მსაჯულებს,
რადგან უჩემოდ სჯობს ეწიო ბედნიერებას,
მე კი ვერავინ გარდამქმნის და გადამარჯულებს.

უკეთურ წარსულს დავივიწყებ, რადგან წამიერ
ვნებაც გაქრება, ცეცხლივით რომ შემომიკეთე
და მთელ სიავეს განგაშორებ, რადგან ამიერ
შენი სიკეთით მე ორმაგი მელის სიკეთე.

ჩემს სიყვარულში გაბატონდი, როგორც მეუფე,
და, ცრუს თუ მართალს, სამუდამოდ შენ დამეუფლე.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 986 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.