Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 28 » უილიამ შექსპირი
11:14 AM
უილიამ შექსპირი
მითხარ, რომ ჩვენი სიყვარული წარსულს ბარდება,
რომ ჩემს სიმდაბლეს ვერ იფერებ შენი დარივით,
კოჭლიც მიწოდე, თუ დაგჭირდა შენ ეს ბრალდება
და გაგეცლები ფეხმოჭრილი ხეიბარივით.

ჩემს მოძულებას ნუ ეცდები შერცხვენით, რადგან
შენი ბადალი, თავად ვიცი, მე არ ვბრძანდები,
ოღონდ მითხარ და შენს მახლობლად ფეხს აღარ დავდგამ
და სიკვდილამდე აღარსაით მოგელანდები.

შენს სავალ გზაზე დაივანებს სრული მშვიდობა,
ჩემს ბაგეს არსად წამოსცდება შენი სახელი,
რადგან ის კაცი ღირსეულად დაგემშვიდობა,
ვინც იყო შენთვის უღირსობის გამომსახველი.

ჩემი არსება მე საძულველ მტრად შემომყარე,
ვინც შენ არ გიყვარს, აღარც ჩემთვის არის მოყვარე.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 771 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.